ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს, ზიკოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიისა და არგენტინის დაპირისპირება სურს.
ვეტერან ფეხბურთელს სჯერა, რომ ფელიპე სკოლარის გუნდი ჩემპიონატისთვის კარგ ფორმაში იქნება და ფინალშიც ითამაშებს.
"სკოლარი თავის საქმეს ჩინებულად ასრულებს. ვიმედოვნებ, ნაკრები საკუთარ ქვეყანას კიდევ ერთ ტიტულს მოუტანს. ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე არგენტინა იქნება. მათ ჰყავთ მესი, რომელსაც მსოფლიოში დიდი სახელი აქვს. ვფიქრობ, იდეალური ფინალი არგენტინის და ბრაზილიის ნაკრებების მონაწილეობით იქნება. მოუთმენლად ველოდები ტურნირის დაწყებას." _ განაცხადა 61 წლის ზიკომ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩი ბრაზილიის და ხორვატიის ეროვნულ ნაკრებებს შორის სან პაულოში 12 ივნისს გაიმართება. ლუიშ ფელიპე სკოლარი საბოლოო 23-კაციან შემადგენლობას 7 მაისს დაასახელებს.
გიორგი ბალახაძე