ფეხბურთი

11:24 | 8.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანის სანაკრებო შანსი საფრანგეთის წარუმატებლობაა

 

მადრიდის “რეალისა” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულ ფეხბურთელს ზინედინ ზიდანს, შესაძლოა, თავისი ქვეყნის ნაკრები ჩააბარონ. ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ფრანგები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს მიღმა დარჩებიან. წარმატების შემთხვევაში კი, მუნდიალზე გუნდს ამჟამინდელი დამრიგებელი დიდიე დეშამი ჩაიყვანს.

ზინედინ ზიდანმა სამწვრთნელო კარიერა შარშან “რეალში” დაიწყო, მთავარი მწვრთნელის ასისტენტად და ახლაც იქ მუშაობს. “სამეფო კლუბის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა კი უკვე არაერთგზის აღნიშნა, რომ ზედანში მომავალ მთავარ მწვრთნელს ხედავს.

საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პლეი ოფში 15 და 19 ნოემბერს უკრაინას დაუპირისპირდება.

0.1161