ფეხბურთი

15:41 | 6.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: “ვამაყობ, რომ ჩემმა შვილმა პირველად მოირგო საფრანგეთის ნაკრების მაისურა”

მადრიდის “რეალის” მწვრთნელი, ლეგენდარული ზინედინ ზიდანი აღფრთოვანებულია თავისი ვაჟის, ენცოს საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრებში გამოძახებით: “ვამაყობ, რომ ჩემი შვილი პირველად მოირგებს საფრანგეთის ნაკრების მაისურას, - უთხრა ზიდანმა Goal. Com-ს, - ეს მან დაიმსახურა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ზიდანია. უბრალოდ, მინდორზე მაგარ რაღაცეებს აკეთებს. ძალიან მიხარია. ისევე, როგორც თავის დროზე მამაჩემს უხაროდა ჩემი ნაკრების მაისურში ხილვა.”

შეგახსენებთ, რომ ენცო ზიდანი, რომელიც 24 მარტს 19 წლის ხდება, “რეალის” ახალგაზრდულ გუნდში თამაშობს.

0.118767