ლეგენდარულმა სერ ალექს ფერგიუსონმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში დაწერა, რომ სტივ ჯერარდი არასოდეს ყოფილა ტოპ-ფეხბურთელი. ცოტა უცნაური მოსაზრებაა და ზინედინ ზიდანიც გამოეხმაურა. ფრანგმა ლეგენდამ განაცხადა, რომ ჯერარდი ორი-სამი წლის განმავლობაში სულაც მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი გახლდათ:
"ის დღესაც კი უმაღლეს დონეზე თამაშობს. ეს შეეხება როგორც "ლივერპულში", ასევე ინგლისის ნაკრებში გამოსვლას. ჯერარდი "ლივერპულის" ერთგული დარჩა და კლუბი სასწაულად მადლიერი უნდა იყოს მისი. ჯერარდს ნებისმიერი ტოპ-კლუბი წაიყვანდა და შეიძლებოდა, სატრანსფერო რეკორდიც მოხსნილიყო. ასე რომ, ფერგიუსონის სიტყვები უცნაურად მომეჩვენა. ის არაა მართალი".