ფეხბურთი

1:20 | 7.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზღვისპირელებმა ერთმანეთს თითოჯერ გაუტანეს

მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატის ქვედა ექვსეულის ყველაზე პრინციპული მატჩი ფოთში შედგა, სადაც ერთმანეთს ტრადიციული მეტოქეები ადგილობრივი “კოლხეთი” და ბათუმის “დინამო” დაუპირისპირდნენ. იყო დრო ამ გუნდების მონაწილეობით ეროვნული პირველობის მაღალი ადგილების ბედი ირკვეოდა, ახლა კი ორივე საფეხბურთო კოლექტივი ეროვნულში დასარჩენად იბრძვის.

ზედიზედ მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ ფოთის “კოლხეთმა” ქომაგებს და მესვეურებს უმაღლეს ლიგაში დარჩენის იმედი გაუჩინა. თავის მხრივ, წარმატებულად განაახლა ჩემპიონატი ბათუმის “დინამომაც”. აჭარულმა კლუბმა წლეულს სამივე მატჩი მოიგო და საფუძვლიანი განაცხადი გააკეთა ლიგაში დარჩენაზე.

შეხვედრა ორივე გუნდმა საშუალო ტემპში დაიწყო. საწყისმა ოცმა წუთმა ისე ჩაიარა, რომ არცერთ გუნდს ერთმანეთის კართან ხიფათის შექმნის საშუალება არ მისცემია. მართალია, ფეხბურთელები ბევრს მოძრაობდნენ და ცდილობდნენ, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ რეალური მომენტი არ შექმნილა.

პირველი სახიფათო მომენტი 23-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც მასპინძლებმა კუთხური უხეიროდ გაითამაშეს და ბათუმელებს სწრაფი კონტრშეტევის საშუალება მისცეს. დინამოელებმა უსწრაფესად გადაიტანეს ბურთი მეტოქის ნახევარზე, გურულმა კარგი გადაცემა გაუკეთა კოლხთა საჯარიმოში შეჭრილ მაკარიანს, მაგრამ ბათუმელთა მარცხენაფლანგელს წამის მეასედი დააკლდა ბურთზე შესახებად.

ცოტა ხანში კოლხებმა მცირე ტერიტორიული უპირატესობის მოპოვება შეძლეს. რამდენიმე შემთხვევაში მასპინძლებმა შორიდან სცადეს ბედი, მაგრამ მათ დარტყმებს სიზუსტე აკლდა.

ფოთელთა გააქტიურება ზამირ ჯანაშიას კარგ თამაშს მოჰყვა. კოლხთა ფორვარდი მოსვენებას არ აძლევდა მოწინააღმდეგის მცველებს. მიუხედავად მოვლენების ასეთი განვითარებისა, მასპინძლებს “დინამოს” კართან ხიფათის შექმნა უჭირდათ. პირიქით, კარში დარტყმების მხრივ სტუმრები უფრო ყოჩაღობდნენ. 33-ე წუთზე გოგიტიძემ დაარტყა “მაკრატელათი”, მაგრამ ძალზე სუსტად და ბურთი მეკარეს მიუვიდა. ორიოდ წუთში გურულმა დაარტყა ეფექტურად ფოთელთა საჯარიმოს მისადგომებიდან, მაგრამ არაზუსტად.

თითქოს ტაიმი უგოლოდ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 42-ე წუთზე ბათუმელებმა სწრაფი კომბინაცია გაითამაშეს, რომლის შედეგადაც კოშკაძემ მოხდენილი გადაცემით მეკარესთან პირისპირ ჩიმაკაძე დატოვა. დინამოელთა ფორვარდმა თანაგუნდელს გარჯა დაუფასა და კოლხთა კიპერ ხარშილაძეს ზუსტი დარტყმით შანსი არ დაუტოვა – 0:1. ტაიმი სტუმრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს.

მეორე ტაიმი ბათუმელთა მცირე უპირატესობით დაიწყო. გამოსარჩევი იყო კოშკაძის დარტყმა დაახლოებით 22 მეტრიდან, თუმცა გამოცდილი ნახევარმცველის მცდელობა არაზუსტი გამოდგა. მასპინძელთა ქომაგების სამწუხაროდ, “კოლხეთს” კომბინაციური თამაში არ გამოდიოდა. მიუხედავად ამისა, 62-ე წუთზე ფოთელებმა წონასწორობა აღადგინეს სტანდარტული სიტუაციიდან. მოისწრაფიშვილის მიერ ჩამოწოდებულ კუთხურზე ყველაზე მაღლა ბუხაიძე ახტა, რომლის თავურ დარტყმას ბათუმელმა მცველებმა ხელი ვერ შეუშალეს და ბურთმა პიტსანის დასაცავი ობიექტის ხაზი გადაკვეთა – 1:1.

წონასწორობის აღდგენის შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ. ისინი უფრო სწრაფად და ლაღად ათამაშდნენ. 69-ე წუთზე ბუხაიძის აქტიურობას სახიფათო საჯარიმო დარტყმა მოჰყვა. სტანდარტული როსინიმ შეასრულა, ბურთი ცოცხალ კედელს შეეხო და ხარიხას რამდენიმე სანტიმეტრით გადაევლო.

ცოტა ხანში სტუმრებმა თამაში ისევ გაათანაბრეს. 73-ე წუთზე “დინამოს” არ გაუმართლა, სტანდარტული სიტუაციის გათამაშების შემდეგ. აჭარელთა ფორვარდებმა ვერ ისარგებლეს კოლხთა საჯარიმოში მომხდარი არეულობით და ბურთი ახლო მანძილიდან ხარიხას გადააშორეს.

შეხვედრის ეპილოგში კოლხები მოედანზე კაცნაკლულები დარჩნენ. ზედიზედ სამ წუთში გულუამ ორი ყვითელი ბარათის მიღება მოახერხა და სირიელმა არბიტრმა იგი გააძევა. საერთოდ უნდა ითქვას, რომ არბიტრს ბევრჯერ მოუხდა ყვითელი ბარათის ჩვენება ფეხბურთელებისთვის, მაგრამ მატჩი უხეში ნამდვილად არ ყოფილა.

მოედანზე უმრავლესობაში დარჩენილმა სტუმრებმა შტურმის მოწყობა სცადეს, მაგრამ საინტერესო და ღირებული ბათუმელებმა კოლხთა კართან ვერაფერი შექმნეს. ფოთელი მცველების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ კოლექტიურად უზრუნველჰყვეს საკუთარი საჯარიმოს მისადგომები და მატჩი ისე დაასრულეს, რომ ხარშილაძეს კართან ხიფათი საერთოდ არ შექმნილა.  

“კოლხეთი” – “დინამო” ბათუმი  1:1 (0:1)

6 აპრილი. 16:00. ფოთი. “ფაზისი”. 1500 მაყურებელი

“კოლხეთი”:. ხარშილაძე, გიორგი კილასონია, ცხვიტარია, ფარულავა, კაკულია, გოგონაია, როსინი, ჯანაშია, კრასოვსკი (გულუა, 46), მოისწრაფიშვილი (ქორჩილავა, 74), კვანტალიანი (ბუხაიძე, 46).

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფილია

“დინამო” (ბათუმი): პიტსანი, ფარტენაძე (ქორიძე, 67), ჟვანია, გაბუნია, გოგიტიძე, მახარაძე, კოშკაძე, მაკარიანი (დიასამიძე, 75), ლობჟანიძე, ჩიმაკაძე (ბაციკაძე, 57), ალექსანდრე გურული.  

მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე კანტიძე

გოლები: 0:1 ჩიმაკაძე (42), 1:1 ბუხაიძე (62).

გაფრთხილება: კოშკაძე (45), ფარტენაძე (53), მახარაძე (56), გოგონაია (56), გოგიტიძე (65), ბუხაიძე (76), გულუა (82, 85).

გაძევება: გულუა (85).  

არბიტრი: აბდულა ბასლეჰლო (სირია)

 

26-ე ტური. 6 აპრილი

I-VI ადგილები

ზუგდიდი – ზესტაფონი 0:0

დილა (გორი) – ტორპედო (ქუთაისი) 1:2 (0:2)

გოლები: 0:1, 0:2 გიორგი ბერიაშვილი (3,4), 1:2 ირაკლი მოდებაძე (86)

დინამო (თბილისი) – ჩიხურა (საჩხერე) 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ჩისკო (28), 2:0 ხმალაძე (34), 3:0 ჩისკო (61)

 

1. დინამო (თბილისი) 26 18 6 2 70:20 60
2. დილა (გორი) 26 18 2 6 45:18 56
3. ტორპედო (ქუთაისი) 26 15 6 5 44:20 51
4. ჩიხურა (საჩხერე)
26 15 5 6 39:25 50
5. ზესტაფონი
26 11 6 9 31:23 39
6. ზუგდიდი 26 10 6 10 28:38 36

 

27-ე ტური. 14 აპრილი: ტორპედო – ზუგდიდი, ჩიხურა – დილა, ზესტაფონი – დინამო (თბ) 

 

VII-XII ადგილები

კოლხეთი (ფოთი) – დინამო (ბათუმი) 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ბესიკ ჩიმაკაძე (43), 1:1 გიორგი ბუხაიძე (62)

მეტალურგი (რუსთავი) – სიონი (ბოლნისი) 0:0

მერანი (მარტვილი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2:0 (1:0)

გოლები: 1:0, 2:0 საბა ლომია (37, 68)

 

1. მეტალურგი (რუსთავი)
26 11 6 9 26:29 39
2. მერანი (მარტვილი)
26 8 3 15 26:39 27
3. დინამო (ბათუმი) 
26 6 5 15 27:48 23
4. ვიტ ჯორჯია (თბილისი) 26 5 7 14 17:38 22
5. სიონი (ბოლნისი) 26 5 7 14 17:41 22
6. კოლხეთი (ფოთი)
26 2 5 19 15:46 11

 

27-ე ტური. 14 აპრილი: ვიტ ჯორჯია – კოლხეთი, სიონი – მერანი, დინამო (ბთ) - მეტალურგი

 

მეგოლეები:

 21 - ჩისკო (3 პენ, "დინამო" თბილისი)

 17 - ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი)

 15 - საბა ლომია (“მერანი”)

 12 – ალვარო (“დინამო” თბილისი)

 10 - ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)

 8 - დავით ოდიკაძე (6, “ჩიხურა”), ირაკლი სიხარულიძე (“მეტალურგი”), გიორგი ბერიაშვილი (“ტორპედო”), ბესიკ ჩიმაკაძე (1, “დინამო” ბათუმი)  

 7 - ირაკლი ქობალია (1, “ზუგდიდი”), ლევან ხმალაძე, დიმიტრი ტატანაშვილი (ორივე - “დინამო” თბილისი), ირაკლი მოდებაძე (2, “დილა”)

 6 – მიხეილ ჯორბენაძე (“დინამო” ბათუმი), ლევან ხმალაძე, გიორგი მერებაშვილი (“დინამო” თბილისი), დავით კირკიტაძე (“ჩიხურა”) ბათუმი), რევაზ ჯიქია (“სიონი” / გუნდში აღარ არის)

 5 - გიორგი კუხიანიძე (2), ელგუჯა გრიგალაშვილი  (ყველა - “ტორპედო”), თორნიკე გორგიაშვილი (“ზესტაფონი”), ნიკო კვასხვაძე ("ჩიხურა"), რომან ახალკაცი (“მეტალურგი”)

 4 – რატი წინამძღვრიშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი გაბედავა (“ზუგდიდი”), გიორგი დათუნაიშვილი (“ტორპედო”), ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), ნიკა დიასამიძე (“დინამო” ბათუმი)

 3 – შოთა ლომია, დავით გამეზარდაშვილი (ორივე - “ზუგდიდი”), გულვერდ თომაშვილი, გიორგი კახელიშვილი, ნათან ჟუნიორი  (ყველა - “დილა”), გიორგი ონიანი  (“ტორპედო”), თორნიკე ბერიძე (“დინამო” ბათუმი), ლევან შარიქაძე, შოთა ბაბუნაშვილი (ორივე - “ზესტაფონი”), პავლე დათუნაიშვილი, შალვა კვანტალიანი  (ორივე - “კოლხეთი”), გივი კვარაცხელია (“დინამო” თბილისი), გაგა ჩხეტიანი (“ჩიხურა”), ელგუჯა ლობჟანიძე (“ვიტ ჯორჯია”)

 2 – ლევან კუტალია (1), ალექსანდრე ბენაშვილი, მიხეილ სარდალიშვილი (ყველა – “ზესტაფონი”), ზურაბ მენთეშაშვილი (“მეტალურგი”), გიგა ამბროლაძე, ნოდარ ნოზაძე, მამუკა ტორონჯაძე (ყველა - "მერანი"), რევაზ გოცირიძე, თემურ შარაშენიძე, გიორგი მიქაბერიძე (ყველა - “მეტალურგი”), სანდრო გურული (1, “დინამო” ბათუმი), მიხეილ გორელიშვილი, ბაჩანა არაბული, დათო კვირკველია (1), ლაშა გვალია (1, ყველა - “დილა”), ირაკლი კლიმიაშვილი (“სიონი”), პაატა ცხვიტარია (“კოლხეთი”), გრიგოლ დოლიძე, ბექა ტუღუში, ლაშა შერგელაშვილი (ყველა - “ტორპედო”), ალექსანდრე ბაციკაძე, ირაკლი ცნობილაძე, ამირან მუჯირი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ლაშა გაბრიჩიძე (“ვიტ ჯორჯია”), ზვიად სიხარულია (“ზუგდიდი”), ზვიად ლობჟანიძე (“მეტალურგი”), მათე ვაწაძე (“დილა”/ “ორჰუსი” დანია)

 1 – თორნიკე აფციაური, ოთარ კვერნაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, ბერდია შარვაძე, იგორ იელიჩი, ბოტი გოა დემელი, თეიმურაზ ღონღაძე (ყველა - “ზესტაფონი”), გიორგი რეხვიაშვილი, გივი დიდავა, ვალერი იობაშვილი, დათა სიჭინავა, ლაშა კუჭუხიძე (ყველა - “მერანი”), პატრიკ მილხრაუმი, ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი, არჩილ ტვილდიანი (ყველა – “დინამო” თბილისი), ალექსანდრე კოშკაძე, გელა გოგიტიძე, ოლექსანდრ ტიმჩიშინი, კარენ მაკარიანი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ჯაბა უგულავა, დავით სვანიძე, გიორგი მანწკავა, ვილი ისიანი, დაჩი ფოფხაძე, პაველ ჰაიდუჩეკი, გიორგი ცხადაია, აკაკი მიკუჩაძე (1) (ყველა - “სიონი”), ედიკ საჯაია, ვაჟა ლომაშვილი, დავით დიღმელაშვილი, ნიკა გუშარაშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, ლევან ბაკურაძე, ჯაბა ბერიანიძე, როინ ონიანი, დავით ბოლქვაძე, ბესიკ დეკანოიძე (ყველა - “ჩიხურა”), ზაზა ჭელიძე, ვალერი ბოლქვაძე, მერაბ გიგაური, გიორგი ფანცულაია, ნიკა ფირცხალავა (ყველა - “ტორპედო”), გიორგი ვასაძე, ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი კორიფაძე, გურამ გურეშიძე, ირაკლი ღიბრაძე, გურამ ადამაძე, გიორგი ჯანელიძე (ყველა - “ვიტ ჯორჯია”), გიორგი ლაშქარავა, ირაკლი ეხვაია (ორივე - “ზუგდიდი”), ალექსანდრე კვახაძე, ვალერი კაციტაძე, კახა ალადაშვილი, გიგა ბეჭვაია, გოგიტა გოგუა, ზურაბ არზიანი, ლაშა გვალია, გიორგი ილურიძე (ყველა - “დილა”), ომარ გოგონაია, ილია პავლიაშვილი, თეიმურაზ ფარულავა, გიორგი ბუხაიძე (ყველა – “კოლხეთი”), ჯემალ გაბუნია (“დინამო” ბათუმი), ანზორ სუხიაშვილი, რევაზ გეწაძე, დენის დობროვოლსკი, გიორგი ქავთარაძე, გოგი ფიფია (ყველა - “მეტალურგი”), დავით ჯანელიძე (“მეტალურგი” / “თურანი” აზერბაიჯანი), ლაშა სალუქვაძე (“დილა” / “სკა –ენერგია” ხაბაროვსკი), რობერტინიო (“დინამო” თბილისი / “ინტერი” ბაქო), გიორგი ქუცურუა, გიორგი ფეიქრიშვილი, გიორგი ჭანკოტაძე, გიორგი ჭედია (ყველა – უგუნდოდ)

 ავტოგოლები: 2- ალექსანდრე ინწკირველი (“მეტალურგი”), 1 - ირაკლი კვეკვესკირი,  გელა გოგიტიძე (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლაშა კასრაძე (“ვიტ ჯორჯია”), გივი ქარქუზაშვილი (“მერანი”), გია ჩადუნელი (“კოლხეთი”)

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

 ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

 -ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

 -ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

 -ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

 -ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

 -თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

0.131579