ფეხბურთი

19:27 | 14.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონს” თორნიკე კაპანაძე სურს

შესაძლო ვარიანტები: რაჟამაშვილი “დილაში”, საბა ლომია “ჩიხურაში”


“ზესტაფონს” 21 წლის შემტევის, თორნიკე კაპანაძის გადაყვანა სურს. როგორც “მსოფლიო სპორტმა” შეიტყო, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და დიდი შანსია, კაპანაძე მორიგი ფეხბურთელი გახდეს, რომელიც ქუთაისის “ტორპედოდან” გია გეგუჩაძის გუნდში გადავა. 

კაპანაძემ მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 6 გოლი გაიტანა და მათ შორის, ერთი “ზესტაფონის” კარში.

გარდა ამისა, შევიტყვეთ, რომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტი გაწყდა ალჟირელ მოჰამედ რეკრუკთან, რომელიც შარშან ამ დროს “სარაგოსა II”-დან გადმოვიდა “ზესტაფონში”.

აქვე ვთქვათ, რომ ფეროელთა გუნდის ფორვარდი საბა ლომია საჩხერის “ჩიხურას” სურს, ხოლო ნახევარმცველი დავით რაჟამაშვილი გორის “დილას”. ორივე მათგანის განათხოვრებაზეა საუბარი.    

0.117234