თურქეთში შეკრებაზე მყოფ “ზესტაფონს” სერბი მეკარე ბოიან პავლოვიჩი შეუერთდა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრესსამსახური იუწყება.
27 წლის მეკარე შარშან სამშობლოში ბელგრადის ოფკ-ში თამაშობდა. პავლოვიჩი “ზესტაფონის” შემადგენლობაში უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს.
ზესტაფონელთა მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე სერბს სავარაუდოდ საქმეში 7 იანვარს ჩეხურ “პრჟიბრამთან” ამხანაგურ მატჩში ნახავს, რომელიც თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.
ფოტო fczestafoni.ge