საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” განაგრძობს ახალი სეზონის სტარტისთვის მზადებას. თურქულ კარტეპეში მყოფი მარგველების ბანაკს ორი ახალი ფეხბურთელი შეუერთდა. ამის შესახებ “ზესტაფონის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
21 წლის სერბი ბორისლავ ტერზიჩი დღემდე სერბეთის უმაღლესი დივიზიონის კლუბ “დონი სრემის” ღირსებას იცავდა, ხოლო ტერზიჩის თანატოლი ბრაზილიელი ნახევარმცველი რენე ფერეირა დოს სანტოსი ბოლოს იაპონური ჯეი ლიგის წარმომადგენელ საფეხბურთო კლუბ “კავასაკიში” ასპარეზობდა.
შაბათს “ზესტაფონი” თურქეთის ჩემპიონატის პირველი დივიზიონის წარმომადგენელ საფეხბურთო კლუბ “მანისასფორს” დაუპირისპირდება. ქართულ-თურქული დაპირისპირება ადგილობრივი დროით თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება.
ფოტო fczestafoni.ge