ფეხბურთი

18:18 | 30.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონს” მუნიციპალური გამგეობა დაეხმარება

დღეს ზესტაფონში კლუბის გულშემატკივრებს შეხვედრა ჰქონდათ მუნიციპალიტეტის გამგებელ ტარიელ თუთარაშვილთან. ისაუბრეს და შემდეგ თუთარაშვილმა განაცხადა, რომ გამგეობამ სახსრები გამოყო ფეხბურთის დახმარების მიზნით:

“გავითვალისწინეთ გულშემატკივრებისა და ფეხბურთელების თხოვნა. ის თანხა, რაც ინფრასტრუქტურული მომსახურების ხარჯების დაფარვას სჭირდება, ახალი წლიდან გამოყოფილი იქნება. ეს თანხა დაახლოებით 300 000 ლარია. ასე რომ, ამ კუთხით პრობლემები აღარ შეიქმნება”.

კლუბის პრესატაშე სერგო ფუტკარაძემ აღნიშნა, რომ სასიხარულო პრეცენდენტია კერძო კლუბსა და სახელმწიფო უწყებას შორის ასეთი საქმიანი დამოკიდებულება. ასევე, ფუტკარაძემ დიდი იმედი გამოთქვა, რომ კლუბის პრეზიდენტი ილია კოკაია “ზესტაფონს” დაუბრუნდება.

0.123267