თურქეთში შეკრებაზე მყოფმა “ზესტაფონმა”, სამშაბათ დილას ამხანაგური მატჩი თურქმენეთის “ალთინ ასირთან” ჩაატარა და 3:0 გაიმარჯვა. ამის შესახებ, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
მხარეების შეთანხმების მიხედვით, გუნდებმა ორი 30-წუთიანი ტაიმი ჩაატარეს. ზესტაფონელთა სერბმა მთავარმა მწვრთნელმა რატკო დოსტანიჩმა გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:
მეშველიანი, თორნიკე გრიგალაშვილი, კაჭკაჭიშვილი, გაგოშიძე, კიკნაველიძე, რეკრუკი, ჭანკოტაძე, შარიქაძე, რაჟამაშვილი, ლომია, ქობალია.
განვლილი სპარინგის მე-19 წუთზე ანგარიში ირაკლი ქობალიამ გახსნა. 39-ე და მე-60 წუთებზე დუბლი დავით რაჟამაშვილმა შეასრულა.
სამშაბათ საღამოს, “ზესტაფონი” მე-2 ამხანაგურ შეხვედრას თურქეთის პირველი დივიზიონის “ადანასფორთან” ჩაატარებს. თამაში თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება.