ფეხბურთი

12:40 | 27.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონმა” შეკრებაზე 5 სპარინგი დაგეგმა

“ზესტაფონის” საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სეზონის განახლებისთვის მზადებას თურქეთში გააგრძელებს.

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრესსამსახურის ინფორმაციით, გია გეგუჩაძის მიერ გაწვრთნილი გუნდი, საკურორტო ქალაქ ბელეკს 1-ელ თებერვალს მიაშურებს და სასტუმრო Sussesi Luxury-ში დაბინავდება.

ზესტაფონელები შეკრებაზე ხუთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ. გეგუჩაძის შეგირდები 4 თებერვალს რუმინულ “პანდურის” შეხვდებიან, 7 თებერვალს – ჩეხეთის “პრშიბრამს”, 13 თებერვალს – უკრაინის “ჩერნომორეცს”, ხოლო 16 თებერვალს – მაკედონიის “ტურნოვოს”. კიდევ ერთ სპარინგს “ზესტაფონი” 10 თებერვალს ითამაშებს, მაგრამ ჯერ მეტოქე უცნობია.

 

0.121448