2 აგვისტოს, “ზესტაფონმა” თურქულ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო თამაში თურქმენეთის “ბალკანთან” ჩაატარა და 1:0 გაიმარჯვა.
საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, სერბმა მთავარმა მწვრთნელმა რატკო დოსტანიჩმა, გუნდი ასეთი შეამდგენლობით ათამაშა:
კვასხვაძე (მეშველიანი, 46), ტერზიჩი (თორნიკე გრიგალაშვილი, 84), რენე დოს სანტოსი, თედორე გრიგალაშვილი (გაგოშიძე, 82), კანდელაკი (კიკნაველიძე, 46), რეკრუკი (კუტალია, 46), ჭანტურიშვილი (ჭანკოტაძე, 83), შარიქაძე (კაჭკაჭიშვილი, 64), ენდელაძე, ადამია (ლომია, 82), ქობალია.
62-ე წუთზე, “ზესტაფონის” კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც კახაბერ მეშველიანმა მოიგერია. ამ ეპიზოდიდან ერთი წუთის შემდეგ, გიორგი ადამიას პასით ავთო ენდელაძემ იხერია და მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა.
“ზესტაფონმა” შეკრება დაასრულა და პარასკევს, თურქეთიდან საქართველოსკენ გამოემგზავრა.