ფეხბურთი

18:28 | 11.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონმა” სამედიცინო შემოწმება გაიარა

საფეხბურთო კლუბმა “ზესტაფონმა” მომავალი სეზონისთვის მზადება დაიწყო.

“ზესტაფონის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუნდი თბილისში იმყოფება და 11 ივლისს, სამედიცინო-დიაგნოსტიკურ ცენტრ “სიტი სპორტში” სამედიცინო შემოწმება გაიარა. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, ვინ იქნება გუნდის მთავარი მწვრთნელი მომავალ სეზონში.

გარკვეულია, რომ კლუბს კვლავ ილია კოკაია დააფინანსებს. მომავალი წლიდან კი, კლუბის ინფარასტრუქტურას ზესტაფონის მუნიციპალიტეტი მიხედავს. შეგახსენებთ, რომ ეს ამბავი პირველ ივლისს, ზესტაფონში, კოკაიას, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ნუგზარ ქამუშაძის, ზესტაფონის მაჟორიტარ დეპუტატ გოგი ქავთარაძის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ დომენტი სიჭინავასა და გენმდივან რეზო არველაძის შეხვედრაზე გადაწყდა.

ამრიგად, მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე კლუბებიდან მხოლოდ “ზუგდიდი” და ლანჩხუთის “გურია” არ შეკრებილან.

 

0.151743