ფეხბურთი

19:12 | 16.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონმა” მეორე წრე წაუგებელი და “მშრალი” სერიით დახურა

“ზესტაფონისთვის” 2014 წელი ჯერჯერობით ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. უმაღლეს ლიგაში სეზონის განახლების შემდეგ, გუნდმა ზედიზედ 5 მატჩი ისე მოიგო, რომ გოლი არ გაუშვია და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დამსახურებულად აინაცვლა.

აქვე გეტყვით, რომ შარშან ზამთრის პაუზის დადგომამდე “ზესტაფონელებმა” “გურიას” 1:0 აჯობეს და საერთო ჯამში იმერლებმა ექვსმატჩიანი წაუგებელი და “მშრალი” სერია “გამოაცხვეს”.

“ზესტაფონის” ფეხბურთელებმა აღებული ტემპი თუ შეინარჩუნეს შესაძლოა, ჩემპიონობისთვისაც იბრძოლონ. “დინამოს” 8 ქულით კი ჩამორჩებიან, მაგრამ როგორც იტყვიან “ბურთი მრგვალია” და ჩემპიონატის მეორე ეტაპზე რა მოხდება არავინ უწყის.

გია გეგუჩაძის შეგირდებმა მეორე წრე “სიონთან” გამარჯვებით დაასრულეს. მატჩში ერთადერთი გოლი მე-5 წუთზე გავიდა. “ზესტაფონმა” მარჯვენა ფლანგზე კუთხური გაითამაშა და რევაზ გეწაძემ ბურთი ბოლნისელთა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა შეტევაში ჩართულმა ცენტრალურმა მცველმა ზაზა ჭელიძემ თავით ეფექტური გოლი გაიტანა.

გაშვებული გოლიდან ხუთ წუთში, გიორგი კახელიშვილი მარცხენა ფლანგზე გაიჭრა და მოწინააღმდეგის საჯარიმოში ჯაბა უგულავა მოძებნა, რომლის პასის შემდეგ, ალექსანდრე გოგობერიშვილმა ძალიერად, მაგრამ მცირედ უზუსტოდ დაარტყა.

38-ე წუთზე, მარჯვნიდან “სიონის” კართან ახლოს გრიგოლ დოლიძემ ჩააწოდა და მასპინძლეთა მცველებთან ორთაბრძოლაში ნიკა საბანაძე ბურთს ვერ მიწვდა. მე-40 წუთზე, დაჩი ფოფხაძემ მარჯვენა ფრთაზე გიორგი გურულთან ბურთისთვის ბოლომდე იბრძოლა და საბოლოოდ მოიპოვა კიდეც, ხოლო საჯარიმოში შესულმა პასი უგულავას მისცა, რომელსაც ფეხებში ბრაზილიელი რენე ფერეირა დოს სანტოსი ჩაუვარდა და არ დაარტყმევინა.

მალევე, მეტოქის სამ მცველს შორის მოქცეულმა უგულავამ ბურთი მაინც მიიღო, შემოტრიალდა და დაარტყა, მაგრამ სერბ მეკარეს ბოიან პავლოვიჩს პრობლემა არ შექმნია. ტაიმის მიწურულს, “ზესტაფონელებმა” კუთხური გაითამაშეს და გეწაძემ “სიონის” საჯარიმოში გიორგი ჭანკოტაძე მონახა, რომელმაც მირზა მერლანის კარის შორეულ კუთხეში არაზუსტად “მოჭრა”.

მეორე ტაიმი მცირე ხნის განახლებული იყო, რომ ჭანკოტაძემ მარცხნიდან კუთხური ჩააწოდა და დოლიძე “სიონის” მცველთან იბრძოდა, ხოლო ბურთი გეწაძეს მიუვიდა, რომელმაც ახლო მანძილიდან დაარტყა და მერლანმა იყოჩაღა.

58-ე წუთზე, გეწაძემ მარცხენა ფრთიდან გრძელი დიაგონალური პასი გააკეთა და “სიონის” საჯარიმოში ბურთი დოლიძემ მიიღო, რომლის პასის მერე, თემურ ღონღაძე, ხელსაყრელი პოზიციიდან ძალიან არაზუსტად დაარტყა.

63-ე წუთზე, დავით იმედაშვილმა ბურთი “ზესტაფონის” საჯარიმოში “გახსნილ” უგულავას გადააწოდა, რომელმაც შემოტრიალებით დაარტყა და პავლოვიჩმა საიმედოდ ითამაშა. 68-ე წუთზე, ვახტანგ ჭანტურიშვილი მარცხენა ფლანგზე ბურთზე ოსტატურად “დატრიალდა”, ორი მცველი მოიტოვა და ჭანკოტაძე მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი, მერლანს დოლიძე შეატოვა, თუმცა სტუმართა მარჯვენაფლანგელმა მარცხენა მახვილი კუთხიდან მეკარეს ვერ აჯობა.

73-ე წუთზე, შეტევა კუხიანიძემ წამოიწყო და პასი არ დაუგვიანა გეწაძეს, რომელმაც ბურთი მკერდით “დაიგდო” და საშუალო მანძილიდან უზუსტოდ “გაისროლა”. მე-80 წუთზე, “ზესტაფონის” კონტრშეტევის დროს დოლიძეს შეეძლო საბანაძე “სიონის” კარის დარაჯთან მართო დაეტოვებინა, მაგრამ ბურთი მასპინძელთა მცველმა ჩაუჭრა.

სიონი (ბოლნისი)  - ზესტაფონი 0:1 (0:1)

16 მარტი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანი.

სიონი: მერლანი, სვანიძე (კ), აბრამიძე, ფოფხაძე (ზვიად ლობჟანიძე, 57), ქემოკლიძე, იმედაშვილი, ცხადაია (მიკუჩაძე, 73), გოგობერიშვილი, ბიბილეიშვილი (ადამია, 46), კახელიშვილი, უგულავა.

მთავარი მწვრთნელი: ლადო ბურდული.

ზესტაფონი: პავლოვიჩი, ღონღაძე (კ), რენე ფერეირა დოს სანტოსი, ჭელიძე, გიორგი გურული, შარიქაძე, ჭანკოტაძე (ფანცულაია, 73), ჭანტურიშვილი (კუხიანიძე, 70), დოლიძე (სარდალიშვილი, 90), გეწაძე, საბანაძე.

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე.

გოლი: 0:1 ჭელიძე (5).

გაფრთხილება: აბრამიძე (45), ღონღაძე (49), ჭანტურიშვილი (62), კახელიშვილი (80).

მთავარი მსაჯი: თორნიკე გვანცელაძე.

 

ჩიხურა (საჩხერე) – ტორპედო (ქუთაისი) 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 მამუკა ღონღაძე (7)1:1 გიორგი გაბედავა (23), 1:2 იგორ სავჩენკოვსი (66)

 

დინამო (თბილისი)– მეტალურგი (რუსთავი) 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 შალვა ექვთიმიშვილი (68) 

 

მერანი (მარტვილი) – დილა (გორი) 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ლუკა რაზმაძე (პე, 45), 0:2 გიორგი ბერიაშვილი (52), 1:2 დავით ციცხვაია (68)

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – სპარტაკი (ცხინვალი) 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 ელგუჯა ლობჯანიძე (56), 2:0 გიორგი კორიფაძე (57), 2:1 ზვიად მეტრეველი (90) 

 

ზუგდიდი – გურია (ლანჩხუთი) 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ოთარ ჯავაშვილი (5), 2:0 ირაკლი სიხარულია (71)

 

                    1-6 ადგილებისთვის

 

1       დინამო (თბ)                22            15            3           4               51:17              48
2 ზესტაფონი 22 12 4 6 30:15 40
3 ჩიხურა 22 11 5 6 40:33 38
4 გურია 22 11 0 11 25:29 33
5 სიონი 22 9 6 7 27:23 33
6 მეტალურგი 22 9 6 7 26:25 33

 

                        7-12 ადგილებისთვის

     

    7           დილა                          22            8              8           6              28:22              32
    8 ვიტ ჯორჯია 22 8 5 9 28:29 29
    9 ტორპედო 22 8 5 9 24:30 29
    10 სპარტაკი 22 6 2 14 19:32 20
    11 ზუგდიდი 22 5 5 12 12:30 20
    12 მერანი 22 4 3 15 16:41 15

     

     

    მეგოლეები:

    13 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

    12 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

    9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)

    7 - ვილი ისიანი (“გურია”), ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”)

    6 – თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”)

    5 – გრიგოლ დოლიძე (“ზესტაფონი”), ჯაბა ჯიღაური, გიორგი გაბედავა, ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), ჯაბა დვალი (“დინამო” / “ყარაბახი” აზერბაიჯანი)

     

    შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

    -ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

    -ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

    -ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

    -ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

    -ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

    -თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

    0.357069