ფეხბურთი

2:16 | 6.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონმა” გურია” და იღბალი ბოლო წუთებზე გატეხა”

გასულ ტურში “ზესტაფონის” გამარჯვებათა და “მშრალი” მატჩების სერია თბილისის “დინამომ” შეწყვიტა. ბუნებრივია, “გურიასთან” საშინაო პაექრობაში საქართველოს ორგზის გამარჯვებულები უდაო ფავორიტებად ითვლებოდნენ, თუმცა როგორც შეხვედრამ აჩვენა ამ გამარჯვების მოპოვება საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს” ძალზე გაუჭირდა.

მატჩის დებიუტი ფაქტობრივად, არაიფრით გამორჩეული გახლდათ. მასპინძლები უპირატესობის მოპოვებას შეეცადნენ მოედნის შუაგულში და ეს მოახერხეს, მაგრამ რაიმე დასამახსოვრებელი არაფერი შეუქმნიათ. პირველი სახიფათო მომენტი სტუმართა კართან მე-13 წუთზე შეიქმნა, როდესაც საბანაძემ მახვილი კუთხიდან პირდაპირ კარისკენ გაგზავნა ბურთი, რომელიც ბობღიაშვილმა მუშტებით მოიგერია. იქვე დამატებაზე ღონღაძე ცდილობდა გატანას, მაგრამ მისი დარტყმული ძალზე სუსტი გამოდგა და “გურიას” კარის დარაჯს არ გაჭირვებია მისი აღება. რამდენიმე წუთში ფეროელებს კარის აღების რეალური შანსი მიეცათ, როდესაც ჭანტურიშვილმა შორიდან უძლიერესად დაარტყა. ამ მომენტში სტუმტრები ხარიხამ გადაარჩინა.  21-ე წუთზე ისევ ჭანტურიშვილმა შეაწუხა მოწინააღმდეგენი შორეული დარტყმით, მაგრამ ამჯერად ბურთი მცირე მანძილით აცდა მეტოქის კარს.

მასპინძელთა იერიშების გაგრძელება იყო გრიგოლ დოლიძის ფლანგური გარღვევა, რომელიც მის მიერ კარში დარტყმით დასრულდა. ამ შემთხვევაში ბობღიაშვილმა ბურთი უხეიროდ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე გურულთა მცველები უფრო მარჯვენი აღმოჩნდნენ და სიტუაციაც იოლად განმუხტეს. ცოტა ხანში ხიფათი ისევ დოლიზის აქტიურობას მოჰყვა, როდესაც მის ფლანგურ ჩაწოდებაზე თედორე გრიგალაშვილი ურტყამდა თავით, მაგრამ ზესატფონელთათვის ნანტრი გოლი ისევ არ გავიდა. 34-ე წუთზე კუხიანიძე ურტყამდა საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად, მაგრამ მიზანში მოსახვედრად მასაც მცირედი დააკლდა.  ტაიმის მიწურულს საბანაძეს შეეძლო თავით დაეწინაურებინა საკუთარი გუნდი, მაგრამ მან დოლიძის ფლანგურ გადაცემას თავი დროულად ვერ შეაგება და სიტუაციაც განიმუხტა. შეხვედრის პირველი ნახევარი კი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმში სათამაშო სცენარი არ შეცვლლა. მოედანზე კლვლავ ერთი გუნდის დომინირება იყო. მატჩის განახლებისთანავე საბანაძემ საჯარიმოს რკალიდან დაარტყა ძლიერად და ბობღაიაშვილმა ბურთი გაჭირვებით მოიგერია. სულ მალე ახალგაზრდა ფორვარდი გიორგი ფანცულაია “მოჭრილად”  ურტყამდა, მაგრამ ბურთმა რამდენიმე სანტიმეტრით ჩაუარა ლანჩხუთელთა კარს. მასპინძელთა შეტევები 51-ე წუთზე კუხიანიძემ გააგრძელა 30 მეტრიდან ძლიერი დარტყმით. ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ კი მეკარეს, თუმცა კარში მაინც არ აღმოჩნდა. წინა მომენტებთან შედარებით, ეს სიტუაცია აშკარად საგოლე იყო. თითქმის მაშინვე დოლიძის ფლანგურ გადაცემაზე საბანაძე ცდილობდა ვარდნაში დარტყმას, მაგრამ ბურთს ვეღარ მიწვდა.

ასეთი კოლოსალური უპირატესობის მიუხედავად გურლთა კარში გოლი მაინც არ გადიოდა. ზესტაფონელებს ხან იღმალი არ წყალობდა, ხანაც ბობღიაშვილი თამაშობდა დიდებულად. სწორედ მინდიას ბრწყინვალე რეაქციამ გადაარჩინა “გურია” 62-ე წუთზე, როდესაც შარიქაძე მეტოქის საჯარიმოს შიგნიდან ურტყამდა ძლიერად. გოლი თითქოს გარდაუვალი იყო, მაგრამ ბობღიაშვილმა თავისი ქმედებით გააოცა სტადიონზე შეკრებილები და ბურთი უკუაგდო, დამატებაზე ისევ შარიქაძე ცდილობდა გატანას, მაგრამ კიპერმა საკუთარი კარი მაინც გადაარჩინა. 71-ე წუთზე ტანმორჩილი თორნიკე კაპანაძე ურტყამდა თავით სახიფათოდ, მაგრამ მცირედით არაზუსტად. ცოტა ხანში კი ენდელაძის ძლიერი დარტყმა კვლავ ბობღიაშვილმა “მოინადირა”.      

82-ე წუთზე სტუმრებს მშველელად ისევ ძელი მოევლინა, როდესაც კაპანაძის ჩაწოდებულზე ღონღაძე ურტყამდა ახლო მანძილიდან. ასეთი მომენტების გამოუყენებლობის გამო გუნდები ან ისჯებიან გოლით ან კიდევ გატანას ვეღარ ახერხებენ, თუმცა „ზესტაფონის” ფეხბურთელებმა მებრძოლი სული გამოავლინეს და თამაშის ეპილოგში მიზანს მაინც მიაღწიეს. თუმცა გოლის გატანამდე იყო მომენტი, როდესაც ისინი თერთმეტმეტრიანის დანიშვნას ითხოვდნენ. ენდელაძის ძლიერი დარტყმას გურულთა ერთ-ერთი მცველი მთელი ტანით გადაეღობა. ფეხბურთელი წაიქცა და ბურთს ზემოდან გადააწვა. რომლის დროსაც ბურთი აშკარად შეეხო ხელზე. მასპინძლები პენალტს ითხოვდნენ, არბიტრმა კი ყველაფერი სხვაგვარად განსაჯა.  შეხვედრაში მსაჯის მიერ დამატებულ დროში ლანჩხუთელთა კარის მიმართულებით კუხიანიძემ დაარტყა, რომელიც ბობღიაშვილმა უკუაგდო. შეტევა მაინც გაგრძელდა და ჭანტურიშვილის გადაცემის შემდეგ მოწინააღმდეგის საჯარიმოში მდგარმა ჭანტურიშვილმა ძლიერად დაარტყა. ბურთი ფეხზე შეეხო ლანჩხუთელთა მცველს ქურდაძეს, მიმართულება იცვალა და “გურიას” კარში აღმოჩნდა. ამ შემთხვევაში მეკარეს უკვე შანსი აღარ ჰქონდა – 1:0.

ქუთაისელი არბიტრის ბაკურ ნინუას საფინალო სასტვენამდე ზესტაფონელებს კიდევ რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ გატანისა, მაგრამ მეტი გოლი მატჩში აღარ გასულა. “ზესტაფონმა” მინიმალური ანგარიშით გამარჯვება და დამსახურებული სამი ქულა დიდი ჯაფის წყალობით მოიპოვა.   

ზესტაფონი – გურია – 1:0 (0:0)

5 აპრილი. 18:00. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე”. 2500 მაყურებელი

ზესტაფონი: პავლოვიჩი, თეიმურაზ ღონღაძე, თედორე გრიგალაშვილი, რენე ფერეირა(ენდელაძე, 46), გიორგი გურული, დოლიძე, შარიქაძე, კუხიანიძე, ჭანტურიშვილი, საბანაძე (ტატანაშვილი, 72), ფანცულაია (კაპანაძე, 46).

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

გურია: ბობღიაშვილი, ქურდაძე, ჭეიშვილი, კვერენჩხილაძე( გაგნიძე, 60),   მეგრელიშვილი, ძამსაშვილი, ხორგუაშვილი, კილაძე, კვირტია, ისიანი, კუკულაძე (ნიქაბაძე, 55).

მთავარი მწვრთნელი:  დავით მახარაძე

გოლი: 1:0 ქურდაძე (90+2, საკუთარ კარში).

გაფრთხილება: გრიგალაშვილი (43), ისიანი (53), ჭეიშვილი (65), შარიქაძე (77).

არბიტრი: ბაკურ ნინუა (ქუთაისი)

 

0.117746