ფეხბურთი

23:39 | 8.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონის” შეკრების ბოლოსწინა დღე

საქართველოს ვიცე-ჩემპიონთა ავსტრიული საწვრთნელი შეკრება დასასრულს უახლოვდება. გუშინ დილით გამართული ვარჯიშის შემდეგ, საღამოს ზესტაფონელებს აღდგენითი ხასიათის პროცედურები აუზსა და საუნაში ჩაუტარდათ, დღეს კი გუნდმა ორჯერ ივარჯიშა.

9 ივლისს, “ზესტაფონი” ალპური შეკრების დასკვნით სპარინგ-მატჩს გამართავს – მარგველები საბერძნეთის პირველობის უმაღლესი დივიზიონის წარმომადგენელ ქალაქ ტრიპოლის ”ასტერასს” დაბა კირხბიხლში დაუპირისპირდებიან. მატჩი ადგილობრივი დროით 15:00 საათზე (თბილისის დროით 17:00 საათზე) დაიწყება.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

0.209848