სპორტის სამყაროში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, წინასაახალწლო დღეებში გასული წლის ერთგვარი შეჯამება და სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოთა დასახელება მიმდინარეობს.
“ზესტაფონის” გულშემატკივართა კლუბმა თავის facebook-გვერდზე ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიზანი მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილის საუკეთესო ფეხბურთელისა და გოლების საუკეთესო ხუთეულის გამოვლენა გახლდათ.
უნდა ითქვას, რომ გულშემატკივრებმა საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენისას განსაკუთრებით იაქტიურეს. გამოკითხულთა ნდობა გუნდის 20-მდე ფეხბურთელმა დაიმსახურა. ამის ფონზე მოულოდნელი გახლდათ ის, რომ გამარჯვებულმა მდევრებს საგრძნობი უპირატესობით გაუსწრო – მარგველთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა რენე ფერეირა დოს სანტოსმა რესპონდენტთა ხმების საერთო რაოდენობის 32 % დაიმსახურა.
მეორე-მესამე ადგილები გაიყვეს ზესტაფონელთა ნახევარდაცვის ორმა წარმომადგენელმა – ვახტანგ ჭანტურიშვილმა და გიორგი ჭანკოტაძემ 16-16% “გამოიმუშავეს”. პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ როინ კვასხვაძე (გამოკითხულთა ხმების 10%), ლევან შარიქაძე და თედორე გრიგალაშვილი (8-8%).
რაც შეეხება იმერელთა მიერ გატანილი გოლების საუკეთესო ხუთეულს, რომელიც ჩვენი ვებგვერდის პატივცემულ მომხმარებელს ქვემოთ განთავსებულ ვიდეომასალაში შეუძლია იხილოს, ის შემდეგნაირად გამოიყურება:
1. 30.11.2013. “ზესტაფონი” – “მეტალურგი” (
2. 13.09.2013. “ზესტაფონი” – “დილა” (გორი) 2:0. გოლის ავტორი – ირაკლი ქობალია;
3. 22.08.2013. “ზესტაფონი” – “სულორი” (ვანი) 5:0. გოლის ავტორი – ვახტანგ ჭანტურიშვილი;
4. 04.12.2013. “ზესტაფონი” – “ჩიხურა” (საჩხერე) 1:1. გოლის ავტორი – ვახტანგ ჭანტურიშვილი;
5. 29.09.2013. “ზესტაფონი” – “გურია” (ლანჩხუთი) 1:0. გოლის ავტორი – ირაკლი ქობალია.
http://www.youtube.com/watch?v=lVZYJAEutbI
www.fczestafoni.ge