ფეხბურთი

13:36 | 28.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონის” ექსფორვარდი თეთრაძესთან ითამაშებს

“ზესტაფონის” ყოფილი თავდამსხმელი ბოტი გოა დემელი კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს. ყაზახური ინტერნეტპორტალის sports.kz-ის ინფორმაციით, 25 წლის კოტდივუარელი ფეხბურთელი “ჟეტისუში” ითამაშებს, რომელსაც ომარ თეთრაძე წვრთნის.

ბოტი გოა დემელი “ზესტაფონში” 2012 წელს ჩარიცხა და 17 მატჩში 3 გოლი გაიტანა. აფრიკელი ფორვარდი ზესტაფონელებმა შარშან დაითხოვეს და ვიდრე ყაზახეთს მიაშურებდა, სომხურ “შირაქში” თამაშობდა.

 

0.127923