კვირას, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 21-ე ტურის მატჩები გაიმართა. ტურის გვიან შეხვედრაში “ზესტაფონმა” შინ “მერანს” ნიკა საბანაძის და გრიგოლ დოლიძის გოლებით 2:0 მოუგო და მეორეადგილოსან “ჩიხურას” მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. ფანტასტიკური შედეგი აქვთ მარგველებს გაზაფხულზე: 4 მატჩი, 4 მოგება, ბურთების სხვაობა 10:0.
“სიონმა” რუსთავში “მეტალურგი” დაამარცხა და ზედა ექვსეულში დაიბევა ადგილი. გორში “დილამ” და “ვიტ ჯორჯიამ” ფრედ (1:1) ითამაშეს, რის შემდეგაც ვეტერინარებმა ტოპ-ექვსეულში მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგეს.
ქუთაისის “ტორპედოსა” და თბილისის “დინამოს” შორის მატჩი 58-ე წუთზე შეწყდა. ამ დროისთვის “დინამო” 2:0 იგებდა, მინდორზე კი მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა დიდი ჯგუფი შეცვივდა, რომელთა უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ. მათ ჯერ “დინამოს” ფეხბურთელებზე გაიწიეს და შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი კარს უკან “დინამოს” ფანკლუბისკენ გინებით და ქვების სროლით გაიქცნენ. პასუხად სტუმარმა ქომაგებმა პლასტიკური სკამები დააყარეს მასპინძლებს. მალე სამართალდამცავებმა განმუხტეს სიტუაცია. გაწევ-გამოწევა სტადიონის გარე პერიმეტრზე გაგრძელდა. მატჩი ორივე გუნდის თანხმობით შეწყდა. ბოლო ინფორმაციით, ჩხუბის ათი მონაწილე დაკავებულია.
ამ ამბის ფონზე დანარჩენი შეხვედრების შედეგები მეორე პლანზე გადავიდა.
გურია (ლანჩხუთი) – ჩიხურა (საჩხერე) 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 ვილი ისიანი (43), 2:0 გიორგი ნიქაბაძე (81)
სპარტაკი (ცხინვალი) – ზუგდიდი 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 თემურ შონია (24), 2:0 ირაკლი ეხვაია (58)
დილა (გორი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 1:1 (0:0)
გოლები: 1:0 ლუკა რაზმაძეE(53), 1:1 გიორგი კორიფაძე (82)
მეტალურგი (რუსთავი) – სიონი (ბოლნისი) 0:2 (0:1)
გოლები: ვალერი აბრამიძე (42, 51)
ტორპედო (ქუთაისი) – დინამო (თბილისი) – ჩაიშალა
58-ე წუთისთვის “დინამო” გიორგი პაპუნაშვილისა (მე-8 წთ) და გიორგი მერებაშვილის (18) გოლებით 2:0 იგებდა.
ზესტაფონი – მერანი (მარტვილი) 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 ნიკა საბანაძე (83), 2:0 გრიგოლ დოლიძე (89)
1. |
დინამო (თბ) |
20 |
14 |
3 |
3 |
48:16 |
45 |
|
2. |
ჩიხურა |
21 |
11 |
5 |
5 |
39:31 |
38 |
|
3. |
ზესტაფონი |
21 |
11 |
4 |
6 |
29:15 |
37 |
|
4. |
გურია |
21 |
11 |
0 |
10 |
25:27 |
33 |
|
5. |
სიონი |
21 |
9 |
6 |
6 |
27:22 |
33 |
|
6. |
მეტალურგი |
21 |
8 |
6 |
7 |
25:25 |
30 |
|
7. |
დილა |
21 |
7 |
8 |
6 |
26:21 |
29 |
|
8. |
ვიტ ჯორჯია |
21 |
7 |
5 |
9 |
26:28 |
26 |
|
9. |
ტორპედო |
20 |
7 |
5 |
8 |
22:26 |
26 |
|
10. |
სპარტაკი |
21 |
6 |
2 |
13 |
18:30 |
20 |
|
11. |
ზუგდიდი |
21 |
4 |
5 |
12 |
10:30 |
17 |
|
12. |
მერანი |
21 |
4 |
3 |
14 |
15:39 |
15 |
მეგოლეები:
13 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)
12 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)
7 - ვილი ისიანი (“გურია”), ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)
6 – თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”)
5 – ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”), ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”), ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), ჯაბა დვალი (“დინამო” / “ყარაბახი” აზერბაიჯანი)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;