ფეხბურთი

13:01 | 15.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონის” დაუგეგმავი სპარინგი “ორჰუსთან”

 

თურქეთში შეკრებაზე მყოფი “ზესტაფონი” ამხანაგურ მატჩს დანიის “ორჰუსთან” ჩაატარებს, სადაც დავით დევდარიანი, დავით სხირტლაძე და მათე ვაწაძე გამოდიან.

“ორჰუსი” პარასკევს სლოვენიის “მარიბორს” ხვდებოდა, მაგრამ მატჩის დაწყებიდან 12 წუთის შემდეგ, კოკისპირული წვიმა წამოვიდა და სპარინგი შეწყდა. დანიური კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა დაკარგული აენაზღაურებინა და საკონტროო თამაშის  ჩატარება “ზესტაფონს” შესთავაზა, რასაც გუნდის მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე დათანხმდა. შეხვედრა დღეს გაიმართება და თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. 16 თებერვალს “ზესტაფონი” მაკედონიის “ტურნოვოს” ესპარინგება.

0.11852