"ზესტაფონი" ჯერ ხუთმა ფეხბურთელი დატოვა: ლევან კუტალიამ, გიორგი ადამიამ, ილია კანდელაკმა, გურამ სამუშიამ და სერბმა ბორისლავ ტერზიჩმა. თუმცა, გია გეგუჩაძის გუნდის დატოვება სხვებსაც მოუწევთ. როგორც შევიტყვეთ, დიდი შანსია, ესენი იყვნენ დავით რაჟამაშვილი და ოთარ კვერნაძე. კიდევ არიან ფეხბურთელები, რომელთა საკითხს, ანუ დარჩენა-არდარჩენას გადაეხედება.
როგორც იცით, 'ზესტაფონში" ბევრი ახალწვეული მივიდა, ამიტომაც ბუნებრივია, რომ გუნდიდან არაერთი მოთამაშე წავიდა.