მე-14 ტურის გვიანი მატჩი ზესტაფონის “დავით აბაშიძეზე” გაიმართა და მარგველთა გამარჯვებით დამთავრდა. რუსთაველებს აქამდე 5 ტურის განმავლობაში, 6 ოქტომბრის შემდეგ აღარ წაეგოთ, სატურნირო ცხრილშიც დაწინაურდნენ და იმერეთსაც იმედიანად ეწვივნენ, თუმცა “ზესტაფონს” გია გეგუჩაძე დაუბრუნდა და თუ ფინანსურმა პრობლემებმა არ შეუშალათ ხელი, სავარაუდოდ ისევ ლიდერებში გაერევიან. ამჯერად, ქვემოქართლელებს შარიქაძისა და ჭანკოტაძის გოლებით აჯობეს. ეს მათი ზედიზედ მეორე გამარჯვებაა გეგუჩაძის ხელმძღვანელობით. შესაბამისად, ცხრილში ორი ადგილით დაწინაურდნენ და ტოპ-ექვსეულს შეუერთდნენ.
ჩიხურა (საჩხერე) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 3:0 (0:0)
გოლები: 1:0 დიმიტრი ტატანაშვილი (53), 2:0 ბესიკ დეკანოიძე (59), 3:0 დიმიტრი ტატანაშვილი (86)
ზუგდიდი – მერანი (მარტვილი) 0:0
გურია (ლანჩხუთი) – სიონი (ბოლნისი) 1:2 (1:2)
გოლები: 1:0 თენგიზ ჩიკვილაძე (პენ, 24), 1:1 გიორგი განუგრავა (40), 1:2 გიორგი კახელიშვილი (44)
სპარტაკი (ცხინვალი) – დინამო (თბილისი) 0:4 (0:1)
გოლი: 0:1 პატრიკ ვუო (3), 0:2 დავით კვირკველია (48), 0:3 ჩისკო (50), 0:4 დორინ გოგა (74)
დილა (გორი) – ტორპედო (ქუთაისი) 3:0 (0:0)
გოლი: 1:0 მიხაილ გორელიშვილი (60), 2:0 ნიკოლოზ სადაღაშვილი, 3:0 გიორგი ქვილითაია (88)
დისკვალიფიცირებული: გიორგი გავაშელიშვილი (“მეტალურგი”)
მსაჯები: ლ. სილაგავა, დ. ჩიგოგიძე, გ. ელიკაშვილი, ო. ხეცაძე (სათადარიგო)
1 | დინამო (თბ) | 14 | 10 | 3 | 1 | 34:11 | 33 |
2 | ჩიხურა | 14 | 9 | 2 | 3 | 31:20 | 29 |
3 | გურია | 14 | 8 | 0 | 6 | 16:18 | 24 |
4 | დილა | 14 | 6 | 4 | 4 | 20:14 | 22 |
5 | მეტალურგი | 14 | 6 | 4 | 4 | 20:19 | 22 |
6 | ზესტაფონი | 14 | 6 | 3 | 5 | 16:11 | 19 |
7 | ტორპედო | 14 | 5 | 4 | 5 | 17:15 | 19 |
8 | სიონი | 14 | 5 | 4 | 5 | 18:18 | 19 |
9 | ვიტ ჯორჯია | 14 | 4 | 3 | 7 | 17:22 | 15 |
10 | მერანი | 14 | 4 | 1 | 9 | 13:28 | 13 |
11 | სპარტაკი | 14 | 3 | 1 | 10 | 11:23 | 10 |
12 | ზუგდიდი | 14 | 1 | 5 | 8 | 5:19 | 8 |
მეგოლეები:
11 - დიმიტრი ტატანაშვილი (2, “ჩიხურა”)
9 - ირაკლი მოდებაძე (2 პენ, “დილა”)
8 – დორინ გოგა (“დინამო”)
5 - ჩისკო (“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ვილი ისიანი (“გურია”)
4 – ჯაბა დვალი (“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”) გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ჯამბულ ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), თენგიზ ჩიკვილაძე (2, “გურია”)
3 – ლადო ახალაია, ლაშა თოთაძე, გიორგი კახელიშვილი (“სიონი”), გიორგი მერებაშვილი, გიორგი გველესიანი, დავით კვირკველია (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (“მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ალექსანდრე კოშკაძე (“გურია”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა