"ზესტაფონის" დავით აბაშიძის სტადიონზე, კლუბის ახალწვეული მწვრთნელები წარადგინეს: როგორც იცით, გუნდის თავკაცი გახდა 53 წლის სერბი რატკო დოსტანიჩი, რომელიც ბოლოს ბერძნულ "დიაგორასში" მუშაობდა, ისე კი, კარიერაში 17 კლუბი გამოუცვლია და "ცრვენა ზვეზდაშიც" იყო. დოსტანიჩს ორი ტიტული აქვს კარიერაში - ბულგარეთის სუპერთასი "ლევსკიში" (2009) და სერბეთის თასი "ცრვენა ზვეზდაში" (2010).
დოსტანიჩს ორი თანაშემწე ეყოლება: სერბი ნებოისა ტოპალოვი და ბოლნისის "სიონის" ყოფილი მწვრთნელი ლევან ბაჯელიძე. მეკარეების მწვრთნელად რჩება თამაზ ოდიკაძე.
და კიდევ, ახალწვეული ფეხბურთელების შესახებ: "ზესტაფონში" ვარჯიშობენ 32 წლის ფორვარდი გიორგი ადამია და 31 წლის მარცხენა მცველი ილია კანდელაკი. მათთან კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა, თუმცა ეს დროის ამბავია - ისინი "ზესტაფონში" ითამაშებენ.
ადამიასა და კანდელაკს წარდგენა არ სჭირდებათ, უბრალოდ, შეგახსენებთ, რომ ბოლოს, ორივე ბაქოს "ინტერში" იყო.
"ზესტაფონში" კიდევ იქნებიან ახალწვეულები, თუმცა დაკონკრეტებული ჯერ არაა.