ფეხბურთი

20:45 | 5.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონი” “დინამოს” ცოტათი კიდევ მიუახლოვდა

 შაბათს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის სამდღიანი 25-ე ტურის ბოლო ორი მატჩი გაიმართა. თბილისში, “მიხეილ მესხის” სათადარიგო მინდორზე “სპარტაკი” და “ზუგდიდი” ერთმანეთს დაუზავდნენ (1:1). ზესტაფონში კი მასპინძლებს მომხვდურ გურულებთან გაუჭირდათ, მაგრამ ბოლოს მაინც გატეხეს. ერთადერთი გოლი საკუთარ კარში “გურიას” მცველმა, ლევან ქურდაძემ გაიტანა.

ახლა მარგველები უკვე 9 ქულით ჩამორჩებიან ლიდერ “დინამოს.”

 

ზესტაფონი – გურია (ლანჩხუთი) 1:0 (0:0)

5 აპრილი. ზესტაფონი. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი

ზესტაფონი: ბოიან პავლოვიჩი, თეიმურაზ ღონღაძე, რენე ფერეირა დოს სანტოსი (46, ავთო ენდელაძე), თედორე გრიგალაშვილი, გიორგი გურული, ლევან შარიქაძე, გიორგი კუხიანიძე, გრიგოლ დოლიძე, ვახტანგ ჭანტურიშვილი, გიორგი ფანცულაია (64, თორნიკე კაპანაძე), ნიკა საბანაძე (72, დიმიტრი ტატანაშვილი)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი გეგუჩაძე

გურია: მინდია ბობღიაშვილი, ლევან ქურდაძე, გიგა ჭეიშვილი, დავით მეგრელიშვილი, ზურაბ ძამსაშვილი, ვალტერ ხორგუაშვილი, ერეკლე კილაძე, ნუგზარ კვირტია, ტარიელ კუკულაძე (55, გიორგი ნიქაბაძე), გიგა კვერენჩხილაძე (61, გიორგი გაგნიძე), ვილი ისიანი

მთავარი მწვრთნელი: დავით მახარაძე

გოლი: 1:0 ქურდაძე (90 საკუთარ კარში) 

გაფრთხილება: გრიგალაშვილი (43), შარიქაძე (77) - ისიანი (53), ჭეიშვილი (65)

მთავარი მსაჯი: ბაკურ ნინუა

 

სიონი (ბოლნისი) – მეტალურგი (რუსთავი) 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ლობჟანიძე (43), 2:0 კილასონია (58, საკუთარ კარში) 

 

ჩიხურა (საჩხერე) – დინამო (თბილისი) 1:1 (0:0)

გოლი: 1:0 ჯიღაური (52), 1:1 მარცვალაძე (77)

 


 

1               დინამო (თბ)              25              17            4             4              56:18            55
2 ზესტაფონი 25 14 4 7 33:16 46
3 სიონი 24 11 6 7 31:24 39
4 ჩიხურა 25 11 6 8 42:38 39
5 მეტალურგი 25 10 6 9 28:29 36
6 გურია 24 11 0 13 25:33 33

 

 

ტორპედო (ქუთაისი) – დილა (გორი) 0:4 (0:3)

გოლები: ბერიაშვილი (7), 0:2 რაზმაძე (19, პენ), 0:3 შალამბერიძე (30), 0:4 ბერიაშვილი (87) 

გაძევება: თოდუა (17)

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – მერანი (მარტვილი) 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 კალანდია (69) 

 

სპარტაკი (ცხინვალი) – ზუგდიდი 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 თუხარელი (16 პენალტით), 1:1 გუგუჩია (22 პენალტით)

 

1              დილა                               25                9               8             8                  34:26            35
2 ვიტ ჯორჯია 25 10 5 10 32:32 35
3 ტორპედო 25 9 5 11 25:36 32
4 სპარტაკი 25 7 4 14 22:33 25
5 ზუგდიდი 25 6 6 13 15:33 24
6 მერანი 25 5 4 16 18:43 19

 

მეგოლეები:

14 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

13 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)

8 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)

7 - ვილი ისიანი (“გურია”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”)

6 – თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი კორიფაძე, გიორგი გაბედავა (“ვიტ ჯორჯია”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.120484