თურქეთში შეკრებაზე მყოფმა “ზესტაფონმა” მორიგი ამხანაგური მატჩი უკრაინის პრემიერლიგის წარმომადგენელ ოდესის “ჩერნომორეცთან” ჩაატარა და 0:1 წააგო.
“ზესტაფონის” მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გუნდი შემდეგი შემადგენლობით ათამაშა:
პავლოვიჩი, ღონღაძე (კ), ზაზა ჭელიძე, დოს სანტოსი (აჯურუ, 75), გიორგი გურული, შარიქაძე (თედორე გრიგალაშვილი, 75), კუხიანიძე, დოლიძე (ფანცულაია, 56), გეწაძე (ჭანკოტაძე, 64), საბანაძე, ტატანაშვილი (ჭანტურიშვილი, 61).
თორნიკე ოქრიაშვილი “ჩერნომორეცის” სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს.
“ჩერნომორეციდან” გოლი რიერამ გაიტანა, რომელმაც 51-ე წუთზე ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო და ზუსტად დაარტყა. “ზესტაფონს” ანგარიშის გათანაბრების შანსი მატჩის მიწურულს ჰქონდა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან გიორგი გურულის გადაცემის შემდეგ, ნიკა საბანაძე ოდესელთა მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ვერ გაიტანა.
შეკრებაზე ბოლო ამხანაგურ თამაშს “ზესტაფონი” 16 თებერვალს მაკედონიის “ტურნოვოსთან” ჩაატარებს.