თურქეთში შეკრებაზე მყოფი “ზესტაფონი” 30 ივლისს საღამოს ადგილობრივი პირველი ლიგის “ადანასფორს” ეთამაშა და უგოლოდ გაეყარა.
საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრესსამსახურის ცნობით, მთავარმა მწვრთნელმა სერბმა რატკო დოსტანიჩმა თურქების წინააღმდეგ გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:
როინ კვასხვაძე, ტერზიჩი, რენე დოს სანტოსი, თედო გრიგალაშვილი, კანდელაკი, რეკრუკი (შარიქაძე, 58), ჭანტურიშვილი, იელიჩი (გაგოშიძე, 15), სარდალიშვილი (კიკნაველიძე, 75), ადამია (ლომია, 80), კვერნაძე (ქობალია, 58).
შეგახსენებთ, სამაშაბათ დილას “ზესტაფონმა” ამხანაგური მატჩი თურქმენულ “ალთინ ასირთან” ჩაატარა და 3:0 გაიმარჯვა.