თურქულ შეკრებაზე ჩასული "ზესტაფონი" პირველ მატჩს "მანისასფორთან" რომ გამართავს, ეს ცნობილი იყო. გაირკვა, რომ მეორე შეხვედრას რატკო დოსტანიჩის გუნდი "ადანასფორთან" ჩაატარებს 30 ივლისს - ამის შესახებ თურქული წყაროები იტყობინებიან.
"ადანასფორი" პირველ ლიგაში მე-9 ადგილზე გავიდა. შეხსენებისთვის, ზესტაფონელებს თურქეთში ჯერ ერთი ფეხბურთელი შეუერთდათ: ალჟირელი მოჰამედ რეკრუკი.