ბილბაოს გარეუბან ბარაკალდოში უკრაინას პლეი ოფის საგზურის განაღდება შეეძლო, თუმცა, მაიკ ფრატელოს გუნდი ახალ ზელანდიასთან დამარცხდა და იმის გათვალისწინებით ბოლო ტურში აშშ-ის ნაკრებს რომ ხვდება, მდგომარეობა გაიუარესა.
უკრაინელები მხოლოდ მატჩის დებიუტში გამოიყურებოდნენ კარგად, დანარჩენ 3 პერიოდში კუნძულელებმა იმარჯვეს და მიმდინარე მუნდიალზე პირველი მოგებაც იზეიმეს. ზელანდიელთაგან მოგებაში ყველაზე დიდი წვლილი უკანახაზელმა კირკ პენიმ (17 ქულა, 7 მოხსნა) და ისააკ ფოტუმ (10 ქ, 10მ) შეიტანეს. უკრაინელთაგან ჯეტერს 14 ქულა, 6 შედეგიანი პასი და 5 ჩაჭრა ჰქონდა.
აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ შეხვედრას დიდი აუდიტორია ჰყავდა – უკრაინელთა და ზელანდიელთა დაპირისპირებას 7290 მაყურებელი დაესწრო.
მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში
ბარაკალდო. ჯგუფი C
ახალი ზელანდია – უკრაინა 73:61 (18:19, 18:11, 17:15, 20:16)
გრანადა. ჯგუფი A
ეგვიპტე – ირანი 73:88 (15:27, 26:21, 15:16, 17:24)