ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 32-ე ტურში, „სევილიამ“ „ესპანიოლს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა. „რამონ სანჩეს პისხუანზე“, ანდალუსიელებმა ანგარიში მე-18 წუთზე გახსნეს - სტეფან მბიამ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი კატალონიელთა კარში მოათავსა. პირველი ნახევრის დასრულებამდე წამებით ადრე, კევინ გამეირომ მოხდენილად დაამუშავა ბურთი და სევილიელებს 2-ბურთიანი უპირატესობა მოუტანა. მასპინძლები შესვენებაზე კომფორტული ანგარიშით გავიდნენ.
მეორე ტაიმის დებიუტში, სერხიო გარსიამ პენალტი გამოიყენა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა, რითაც მატჩს ინტრიგა დაუბრუნა. სევილიელებმა ძალები მოიკრიბეს და მატჩის დასკვნით 10 წუთში, სტუმართა კარი 2-ჯერ დალაშქრეს - 4:1.
ასეთივე ანგარიშით მოიგო კიდევ ერთმა ანდალუსიურმა კლუბმა „მალაგამ“, რომლის მეტოქეც „გრანადა“ გახლდათ. მალაგელები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და საგოლე მომენტებსაც მრავლად ქმნიდნენ. ამგვარად, 3 ქულის აღება არ გასჭირვებიათ.
„ვალიადოლიდმა“ „ვალენსიას“ უმასპინძლა და ქულის მოპოვება მოახერხა. მატჩი მეტ-ნაკლებად თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და შედეგიც ლოგიკურია. გუნდებს საგოლე მომენტები ჰქონდათ, მაგრამ მათი გამოყენება ვერ შეძლეს - 0:0.
პრიმერაში დასარჩენად მებრძოლმა „ელჩემ“ კონკურენტ „ხეტაფესთან“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა აიღო. თანაც, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, საქმე ისე მიდიოდა, რომ გუნდები ქულებს გაიყოფდნენ, მაგრამ რიჩმონდ ბოაკეს გოლმა „ხეტაფე“ უქულოდ დატოვა - 1:0.
მალაგა. „ლა როსალედა“. 21000
მალაგა - გრანადა 4:1 (2:0)
მალაგა: კაბალიერო, ანხელერი, ანტუნეში, ხამესი, ფლავიუ, პერესი (ელიზეუ 69), კამაჩო, დარდერი, ამრაბატი, სანტა კრუსი (რესკალდანი 79), სამუ (ხუანმი 65).
მწვრთნელი: ბერნდ შუსტერი
გრანადა: რობერტო, ანგულო, ნიომი (ფულკე 76), მურილიო, ილორი, იტურა, ბრაიმი, რიკო, ფატო (ბუონანოტე 46), რიკი (პიტი 15), ელ-არაბი.
მწვრთნელი: ლუკას ალკასარი
გოლი: 1:0 კამაჩო (14), 2:0 კამაჩო (37), 3:0 ამრაბატი (50პ.), 4:0 ხუანმი (74), 4:1 ელ-არაბი (78)
გაფრთხილება: ფლავიუ, ანტუნეში (20), კაბალიერო (65) - ელ-არაბი (24), მურილიო (49), ბუონანოტე (58), ანგულო (59), იტურა (90)
კარში დარტყმა: 11 (5) – 10 (5) ჯარიმა: 19 - 16 კუთხური: 7 - 5 თამაშგარე: 1 - 3 ბურთის ფლობა: 46% - 54% სეივი: 4 – 1
ელჩე. „მანუელ მარტინეს ვალერო“. 32000
ელჩე - ხეტაფე 1:0 (0:0)
ელჩე: ერერა, სისმა, სუარესი, პელეგრინი, ბოტია, სანჩესი (მარკესი 68), პერესი, ხილი, როდრიგესი (ნიხესი 81), კორომინასი, ერერა (ბოაკე 73).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა
ხეტაფე: კოდინა, რუანო, ლოპესი, აროიო, ბორხა (კასტრო 46), როდრიგესი (მიჩელი 70), ლაფიტა, პედრო ლეონი (სარაბია 85), ლასენი, მარიკა.
მწვრთნელი: კოზმინ კონტრა
გოლი: 1:0 ბოაკე (90)
გაფრთხილება: სანჩესი (55), სუარესი (65), ნიხესი (87) - რუანო (46), ლაფიტა (88)
კარში დარტყმა: 16 (3) – 9 (3) ჯარიმა: 20 - 16 კუთხური: 6 - 2 თამაშგარე: 1 - 3 ბურთის ფლობა: 59% - 41% სეივი: 3 – 2
სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი“. 27000
სევილია - ესპანიოლი 4:1 (2:0)
სევილია: ბეტუ, პარეხა, ფასიო, ფიგეირაში, მორენო, მბია, ტროხოვსკი (მარინი 73), იბორა, მაჩინი (სამპერიო 83), გამეირო, ბაკა (რაკიტიჩი 62).
მწვრთნელი: უნაი ემერი
ესპანიოლი: ჰერმანი, სიდნეი, როდრიგესი, ფუენტესი, ლოპესი, სიმაუ (კორდობა 59), გონსალესი (ფერნანდესი 46), ლოპესი, გარსია, სტუანი, პიცი (ლანსაროტე 74).
მწვრთნელი: ხავიერ აგირე
გოლი: 1:0 მბია (18), 2:0 გამეირო (45), 2:1 გარსია (47), 3:1 გამეირო (84), 4:1 რაკიტიჩი (89)
გაფრთხილება: ფასიო (47), მბია (52), ფიგეირაში (60) - ლოპესი (41)
კარში დარტყმა: 13 (5) – 12 (5) ჯარიმა: 10 - 15 კუთხური: 7 - 3 თამაშგარე: 4 - 0 ბურთის ფლობა: 52% - 48% სეივი: 4 – 1
ვალიადოლიდი. „ხოსე სორილია“. 16000
ვალიადოლიდი - ვალენსია 0:0
ვალიადოლიდი: ხიმენესი, რუედა, რუკავინა, ვალიენტე, პენია, ალვარო (როსი 77), ლარსონი (ხეფრენი 23), ოსკარი, პერესი, მანუშუ (ბერგდიჩი 59), გერა.
მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი
ვალენსია: გუაიტა, პერეირა, ვეზუ, კეიტა, ფუეგო, ფეგული (პიატი 62), პარეხო, ბერნატი, კარტაბია (რომეუ 90), ვარგასი (მიჩელი 80), ალკასერი.
მწვრთნელი: ხუან ანტონიო ტოროხა პიცი
გაფრთხილება: ალვარო (56) - ფუეგო (70), კარტაბია (90)
კარში დარტყმა: 11 (5) – 16 (7) ჯარიმა: 10 - 13 კუთხური: 9 - 4 თამაშგარე: 3 - 4 ბურთის ფლობა: 52% - 48% სეივი: 7 – 5