შესაძლოა, “მილანის” ხელმძღვანელობამ კლარენს ზეედორფი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან აპრილშივე დაითხოვოს. “ტუტოსპორტის” ცნობით, ჰოლანდიელმა კლუბის ხელმძღვანელთა ნდობა უკვე დაკარგა.
ამ შემთხვევაში, “მილანს” დროებით მაურო ტასოტი გაწვრთნის. მისი თანაშემწე წარსულში “როსონერის” მეგოლე ფილიპო ინძაგი იქნება. მილანელთა მთავარი მიზანი ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებაა.
რამდენადაც ცნობილია, “მილანი” მომდევნო სეზონიდან მთავარი მწვრთნელის პოსტს ფილიპო ინძაგის ანდობს.