„მილანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე კლარენს ზეედორფის დანიშვნის შემდეგ „როსონერიმ“ სერია A-ს პირველი 2 მატჩი კი მოიგო, მაგრამ იგრძნობოდა, რომ ჰოლანდიელი სპეციალისტის მისვლამ გუნდის თამაში რადიკალურად ვერ შეცვალა. „მილანს“ ორივე თამაშის მოგება გაუჭირდა და ორივე შემთხვევაში, გუნდს 3 ქულის აღებაში მარიო ბალოტელის გოლი დაეხმარა. „ტორინოსთან“ გამართულ შეხვედრაში ბალოტელი დისკვალიფიცირებული იყო და მილანელებმაც ზეედორფის მწვრთნელობის დროს პირველი ქულები დაკარგეს.
ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ კონკურენტთან, „ტორინოსთან“ გამართულ მატჩში „მილანი“ მდევრის როლში მე-18 წუთზე აღმოჩნდა, როდესაც იმობილემ ბონერა იოლად მოატყუა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ანგარიში გახსნა.
„მილანმა“ ანგარიში 50-ე წუთზე გაათანაბრა, როდესაც საჯარიმოს გარედან დარტყმით ადილ რამიმ სერია A-ში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.
2014 წელს პირველად დამარცხდა „ფიორენტინა“. ვინჩენცო მონტელას გუნდი უქულოდ იმ „კალიარისთან“ დარჩა, რომელსაც ბოლო 6 თამაშში მოგება არ ჰქონდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 39-ე წუთზე გავიდა, როდესაც პინილიამ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.
ზედიზედ 4 მარცხის შემდეგ, მოგების გემო გაიხსენა „უდინეზემ“, რომელმაც დი ნატალესა და ლოპესის გოლებით „ბოლონიას“ სძლია.
კალიარი-ფიორენტინა 1:0 (1:0)
კალიარი, “სანტ ელია” 5500
კალიარი (4-3-1-2): ავრამოვი, პერიკო, როსეტინი, ასტორი, მურუ, კონტი, ეკდალი, დესენა, კაბრერა (ვეჩინო 71), საუ (ნენე 77), პინილია (ადრიანი 84).
მწვრთნელი: ივო პულგა.
ფიორენტინა (4-3-2-1): ნეტო, რონკალია, როდრიგესი, სავიჩი, ვარგასი, ფერნანდესი (რიდერი 73), პისარო, ანდერსონი (ვალერო 53), ილიჩიჩი, აკვილანი (ხოაკინი 63), მატრი.
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.
გოლი: 1:0 პინილია (39, პენ).
გაფრთხილებები: როსეტინი 40, დესენა 45 - როდრიგესი 43.
მსაჯი: პაოლო მაცოლენი.
ბურთის ფლობა: 38%-62%, დარტყმა: 11 (6)-11 (3), კუთხური: 2-7, თამაშგარე: 3-4, სეივი: 3-5, ჯარიმა: 22-17.
ბოლონია-უდინეზე 0:2 (0:1)
ბოლონია, “რენატო დალ არა” 22000
ბოლონია (3-4-2-1): კურჩი, ანტონსონი, ნატალი, ჩერუბინი (ხრისტოდულოპულოსი 74), გარიკსი (მოსკარდელი 60), პაციენცა, პერესი, მორლეო, კონე, დიამანტი, ბიანკი (აკვაფრესკა 68).
მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი.
უდინეზე (3-1-4-2): ბრკიჩი, ორტო, დანილო, დომიცი, ალანი (პინცი 46), ბასტა, ბადუ, პერეირა, ლაცარი, ფერნანდესი (ლოპესი 66), დი ნატალე (მაიკოსუელი 75).
მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.
გოლები: 0:1 დი ნატალე (15, პენ), 0:2 ლოპესი (90+2).
გაფრთხილებები: ჩერუბინი 22, კონე 50, მოსკარდელი 87 - ალანი 4, დომიცი 22, პინცი 67, პერეირა 83.
მსაჯი: ჯამპაოლო კალვარეზე.
ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 16 (1)-6 (3), კუთხური: 5-5, თამაშგარე: 1-0, სეივი: 1-1, ჯარიმა: 6-18.
მილანი-ტორინო 1:1 (0:1)
მილანი, “ჯუზეპე მეაცა” 40000
მილანი (4-2-3-1): აბიატი, დე შილიო, ბონერა, რამი, ემანუელსონი, მონტოლივო, მუნტარი (დე იონგი 63), ჰონდა (პეტანია 89), კაკა, რობინიო (საპონარა 75), პაცინი.
მწვრთნელი: კლარენს ზეედორფი.
ტორინო (3-1-4-2): პადელი, მაქსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი, ვივესი, დარმიანი, ბაშა (კურტიჩი 69), ფარნერუდი (ელ კადური 54), მასიელო, ჩერჩი (მეჯორინი 90+3), იმობილე.
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.
გოლები: 0:1 იმობილე (18), 1:1 რამი (50).
გაფრთხილებები: პაცინი 78, ბონერა 81 - ვივესი 74, მაქსიმოვიჩი 76.
მსაჯი: ანტონიო დამატო.
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 23 (6)-6 (2), კუთხური: 13-3, თამაშგარე: 2-3, სეივი: 1-5, ჯარიმა: 14-12.