“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა კლარენს ზეედორფმა, უეფას ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ მეოთხედფინალის საგზურის მფლობელის გასარკვევად მთავარი ბრძოლა წინაა. შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა, რომელიც მილანში გაიმართა, ზეედორფის გაწვრთნილმა გუნდმა 0:1 წააგო. დღეს კი გუნდები მადრიდში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
“ჩვენ გოლის გატანა გვჭირდება. პირველ თამაშში დავინახეთ, როგორი შანსი გვაქვს. მინიმალური ანგარიშით დავმარცხდით, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. აუცილებლად მოსაგებად და მეოთხედფინალში გასასვლელად ვიბრძოლებთ” – განაცხადა კლარენს ზეედორფმა.