კალათბურთი

17:03 | 8.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ისევ უქმობს, “მილუოკი” ისევ აგებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ტრავმა გასული წლის 4 დეკემბერს “დეტროიტ პისტონზთან” მატჩში მიიღო და მას შემდეგ უქმად გახლავთ. წინასწარი გათვლებით, ზაზა მოედანს უახლოეს პერიოდში უნდა დაუბრუნდეს, მის არყოფნაში კი “მილუოკი ბაქსმა” მორიგი მატჩი ჩაატარა და “გოლდენ სტეიტთან” 80:101 წააგო.

ლიგის აუტსაიდერის ჩინებულ ფორმაში მყოფ “უორიორსთან” მარცხი მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. მართალია, მილუოკელებმა პირველი ტაიმი მხოლოდ 2 ქულით დათმეს, დიდი შესვენების შემდეგ, სტუმართა უპირატესობა აშკარა გახდა და მათ ზედიზედ მე-10 გამარჯვება მიითვალეს – 101:80.

“ბაქსის” რიგებში შესაბამისად 20 და 18 ქულით საუკეთესონი ერსან ილიასოვა და ბრენდონ ნაიტი იყვნენ, ფაჩულიას და ჯონ ჰენსონის არყოფნაში ცენტრის პოზიციაზე მოთამაშე ლარი სანდერსმა კი თამაშიდან 10-დან მხოლოდ 2 ტყორცნა გამოიყენა და 29:51 წუთში 5 ქულას დასჯერდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სანდერსი უმოქმედობაში თანაგუნდელმა გარი ნილმა დაადანაშაულა და მას შეუსაბამოდ დიდი ხელფასის (ოთხ წელიწადში 44 მილიონი დოლარი) შესახებ შეახსენა.

როგორც სჩანს, “ბაქსის” ხელმძღვანელობა სანდერსის იმედს ჯერაც არ კარგავს და აღნიშნულის გამო, სწორედ ნილი აითვალწუნა. ESPN-ის მიმომხილველის მარკ სტაინის თქმით, მილუოკელები გარის გაცვლაზე აქტიურად ფიქრობენ. ცნობისთვის, ნილი “ბაქსს” გასულ სეზონთშორის პერიოდში შეუერთდა და 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც 6.4 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს.

ამასობაში, “ბაქსმა” 7 მოგების წილ 27-ე მარცხი განიცადა და როგორც – ცენტრალურ დივიზიონში, ასევე მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზე რჩება. მილუოკელებს მომდევნო შეხვედრა 11 ნოემბერს შინაურ კედლებში “ჩიკაგო ბულზთან” ელით.

 

მილუოკი – გოლდენ სტეიტი 80:101 (30:28, 18:22, 20:29, 12:22)

მილუოკი: ილიასოვა (20 ქ.), ნაიტი (18 ქ.), სენდერსი (5 ქ.), რიდნური (4 ქ.), ადეტოუკუმბო (2 ქ.); მაიო (13 ქ.), მიდლტონი (10 ქ.), რადულიცა (4 ქ.), ბატლერი (2 ქ.), უოლტერსი (1 ქ.), იუდო (1 ქ.).

გოლდენ სტეიტი: ლი (22 ქ. 18 მ.), კარი (15 ქ. 6 პ.), ტომპსონი (15 ქ.), იგუდალა (11 ქ. 7 მ.), ბოგუტი (8 ქ. 12 მ.); დუგლასი (8 ქ.), ბეიზმორი (6 ქ.), ბარნსი (6 ქ.), სპეიტსი (5 ქ.), გრინი (4 ქ.), კუზმიჩი (1 ქ.).

 

შარლოტი – ვაშინგტონი 83:97 (21:24, 18:19, 16:23, 28:31)

შარლოტი: ჰენდერსონი (27 ქ. 7 მ.), უოკერი (19 ქ. 8 პ.), დუგლას-რობერტსი (6 ქ.), ჯეფერსონი (6 ქ. 10 მ.), მაკრობერტსი (2 ქ.); სეშნსი (10 ქ.), ტოლივერი (8 ქ.), ზელერი (5 ქ.), ბიიომბო.

ვაშინგტონი: ბილი (21 ქ.), გორტატი (18 ქ. 13 მ.), უოლი (17 ქ. 8 პ.), ბუკერი (12 ქ. 8 მ.), არიზა (4 ქ.); უებსტერი (10 ქ.), ნენე (7 ქ.), ვესელი (6 ქ.), პორტერი (2 ქ.), ტემპლი.

 

კლივლენდი – ფილადელფია 111:93 (36:20, 28:21, 27:25, 20:27)

კლივლენდი: მაილზი (34 ქ.), ვარეჟაო (18 ქ. 14 მ.), ირვინგი (16 ქ. 8 პ.), ტომპსონი (12 ქ. 10 მ.), კლარკი (2 ქ.); უეიტერსი (12 ქ. 8 პ.), ზელერი (9 ქ.), ფელიქსი (2 ქ.), დელავედოვა (2 ქ. 6 პ.), ბენეტი (2 ქ. 8 მ.), სიმსი (2 ქ.), ჯი, კარასიოვი.

ფილადელფია: კარტერ-უილიამსი (33 ქ.), ჰოვსი (9 ქ.), ტერნერი (4 ქ.), ტომპსონი (4 ქ.), იანგი; ანდერსონი (15 ქ.), უილიამსი (12 ქ.), დევისი (11 ქ.), ბრაუნი (3 ქ.), ალენი (2 ქ.).

 

ინდიანატორონტო 86:79 (22:15, 22:21, 27:22, 15:21)

ინდიანა: ჰიბერტი (22 ქ. 8 მ.), სტივენსონი (13 ქ. 10 მ. 8 პ.), ჰილი (11 ქ.), ჯორჯი (11 ქ.), უესტი (4 ქ. 12 მ.); გრეინჯერი (13 ქ.), სკოლა (8 ქ. 9 მ.), უოტსონი (4 ქ.), მაინმი.

ტორონტო: დეროზანი (28 ქ. 6 პ.), ლოური (16 ქ.), ვალანჩიუნასი (4 ქ. 8 მ.), როსი (3 ქ. 8 მ.), ჯონსონი; პატერსონი (20 ქ.), სელმონსი (4 ქ.), ვასკესი (2 ქ.), ჰეიესი (2 ქ.).

 

მაიამი – ნიუ ორლეანი 107:88 (25:24, 18:25, 32:21, 32:18)

მაიამი: ჯეიმსი (32 ქ.), უეიდი (22 ქ. 8 მ. 8 პ.), ბოში (12 ქ. 9 მ.), კოული (9 ქ.), ლუისი (2 ქ.); ანდერსონი (15 ქ. 7 მ.), ალენი (11 ქ.), ჯონსი (3 ქ.), ბიზლი (1 ქ.), მეისონი, ჰასლემი, ენტონი.

ნიუ ორლეანი: დევისი (22 ქ. 12 მ.), გორდონი (15 ქ.), ამინუ (6 ქ.), ჰოლიდეი (4 ქ. 7 პ.), აჟენკა (4 ქ.); ევანსი (13 ქ.), რობერტსი (10 ქ.), სმიტი (8 ქ.), მოროუ (4 ქ.), მილერი (2 ქ.), სტიემსმა, უიტი.

 

ნიუ იორკი – დეტროიტი 89:85 (24:21, 17:20, 32:17, 16:27)

ნიუ იორკი: ენტონი (34 ქ.), ბარნიანი (13 ქ. 11 მ.), ფელტონი (12 ქ. 6 პ.), მარტინი (6 ქ. 7 მ.), შამპერტი (5 ქ.); სტაუდმაიერი (9 ქ.), ჯეი არ სმიტი (6 ქ.), ჰარდუეი (2 ქ.), მარი (2 ქ.), უდრიჰი.

დეტროიტი: სმიტი (21 ქ. 12 მ.), მონრო (19 ქ. 7 მ.), დრამონდი (12 ქ. 17 მ.), ჯენინგსი (5 ქ.), კოლდუელ-პოუპი (2 ქ.); სინგლერი (11 ქ.), ბაინემი (10 ქ.), ვილანუევა (5 ქ.), ბილაფსი, ჰარელსონი.

 

მემფისი – სან ანტონიო 108:110 ოტ. (22:25, 19:28, 23:21, 34:24, 10:12)

მემფისი: კონლი (30 ქ.), რენდოლფი (17 ქ. 8 მ.), პრინსი (8 ქ.), კუფოსი (8 ქ.), მილერი (1 ქ.); ჯონსონი (15 ქ.), ლი (12 ქ.), ლეუერი (10 ქ. 9 მ.), დევისი (6 ქ.), კალატესი (1 ქ.).

სან ანტონიო: დანკანი (24 ქ. 17 მ.), ბელინელი (19 ქ.), ლენარდი (17 ქ.), პარკერი (10 ქ. 6 პ.), ეირსი (2 ქ.); მილსი (11 ქ.), დიაო (11 ქ.), ჯინობილი (9 ქ. 6 პ.), გრინი (7 ქ.), ბონერი.

 

ჩიკაგო – ფინიქსი 92:87 (27:25, 22:21, 21:17, 22:24)

ჩიკაგო: გიბსონი (19 ქ. 10 მ.), ნოა (14 ქ. 16 მ. 6 პ.), ბატლერი (13 ქ.), ჰაინრიხი (9 ქ.), დანლივი (8 ქ. 7 მ.); ოგასტინი (13 ქ. 9 პ.), სნელი (12 ქ.), მოჰამედი (4 ქ.).

ფინიქსი: დრაგიჩი (21 ქ.), გრინი (15 ქ.), პლამლი (11 ქ. 7 მ.), ფრაი (11 ქ. 7 მ.), ტაკერი (4 ქ.); სმიტი (10 ქ.), მარკიფ მორისი (6 ქ.), მარკუს მორისი (4 ქ.), ლენი (3 ქ.), კრისტმასი (2 ქ.), გუდვინი.

 

დალასი – ლეიკერსი 110:97 (33:31, 27:22, 25:24, 25:20)  

დალასი: ნოვიცკი (27 ქ. 7 მ.), ელისი (16 ქ. 9 პ. 5 ჩ), ბლეირი (15 ქ. 9 მ.), კალდერონი (12 ქ. 8 პ. 5 ჩ.), მერიონი (8 ქ. 7 მ.); კარტერი (19 ქ.), რაიტი (8 ქ.), კრაუდერი (5 ქ.), მეკელი, ლარკინი, ელინგტონი, დალემბერტი.

ლეიკერსი: მიკსი (24 ქ. 6 პ.), მარშალი (18 ქ. 6 პ.), ჯონსონი (17 ქ.), გასოლი (15 ქ. 13 მ.), საკრე (7 ქ. 10 მ.); ჰილი (9 ქ.), კელი (5 ქ.), იანგი (2 ქ.).

 

იუტა – ოკლაჰომა სიტი 112:101 (30:28, 29:19, 31:27, 22:27)

იუტა: ჰეივორდი (37 ქ. 11 მ. 7 პ.), ფეივორსი (15 ქ.), უილიამსი (12 ქ.), ბერკი (10 ქ. 6 პ.), ჯეფერსონი (10 ქ.); კანტერი (10 ქ.), ბერკსი (9 ქ.), რაში (5 ქ.), ევანსი (4 ქ.), გარეტი.

ოკლაჰომა სიტი: დიურანტი (48 ქ. 7 მ.), ჯეკსონი (20 ქ. 6 პ.), პერკინსი (6 ქ.), სეფოლოშა (4 ქ.), ჯონსი; ლემბი (9 ქ.), კოლისონი (8 ქ.), ადამსი (4 ქ.), ფიშერი (2 ქ.), რობერსონი.

 

დენვერი – ბოსტონი 129:98 (31:23, 37:22, 35:33, 26:20)

დენვერი: ფოი (23 ქ.), ფარიდი (21 ქ. 13 მ.), ლოუსონი (19 ქ. 13 პ.), ჰიკსონი (17 ქ. 8 მ.), ჩენდლერი (11 ქ. 7 მ. 4 დ.). რობინსონი (10 ქ.), მოზგოვი (9 ქ.), ფურნიე (6 ქ.), არტური (6 ქ.), მილერი (5 ქ.), რენდოლფი (2 ქ.), ჰემილტონი.

ბოსტონი: გრინი (17 ქ.), ბასი (15 ქ. 7 მ.), ბრედლი (12 ქ.), კროუფორდი (10 ქ.), სალინჯერი (8 ქ. 7 მ.); ფავერანი (10 ქ.), ბოგანზი (9 ქ.), ბეილესი (6 ქ.), ოლინიკი (6 ქ.), უოლესი (4 ქ.), პრესი (1 ქ.).

 

საკრამენტო – პორტლენდი 123:119 (24:35, 31:25, 25:13, 43:46)

საკრამენტო: კაზინსი (35 ქ. 13 მ.), გეი (32 ქ.), ტომასი (22 ქ. 7 მ. 8 პ.), ტომპსონი (7 ქ.), ტორნტონი (3 ქ. 8 მ.); უილიამსი (14 ქ.), ფრედეტი (5 ქ.), ეისი (3 ქ.), მაკლემორი (2 ქ.), გრეი.

პორტლენდი: ლილარდი (41 ქ. 7 მ.), ოლდრიჯი (24 ქ. 8 მ.), ლოპესი (18 ქ. 7 მ.), ბატუმი (11 ქ. 11 მ.), მეტიუზი (9 ქ.); უილიამსი (9 ქ. 6 პ.), ბარტონი (3 ქ.), ფრილენდი (2 ქ.), ლენარდი (2 ქ.), რობინსონი.

 

აღმოსავლეთ კონფერენცია

1. ინდიანა 34 27 1 0 6 3307:3003 0.824
2. მაიამი 35 26 1 1 7 3671:3426 0.771
3. ატლანტა 35 15 3 1 16 3574:3528 0.514
4. ტორონტო 33 15 1 3 14 3248:3205 0.485
5. ვაშინგტონი 32 13 2 4 13 3148:3183 0.469
6. ჩიკაგო 33 15 0 2 16 3015:3037 0.455
7. შარლოტი 36 13 2 1 20 3346:3449 0.417
8. დეტროიტი 35 14 0 3 18 3466:3573 0.400
9. ბრუკლინი 34 12 1 2 19 3276:3436 0.382
10. ბოსტონი 35 13 0 0 22 3316:3438 0.371
11. ნიუ იორკი 34 11 1 1 21 3227:3345 0.353
12.      კლივლენდი 35 8 4      2      21      3341:3519      0.343
13. ფილადელფია      35      8 4 1 22 3596:3888 0.343
14. ორლანდო 34 10      0 3 21 3260:3409 0.294
15. მილუოკი 34 6 1 5 22 3141:3419 0.206

 

დასავლეთ კონფერენცია

1. ოკლაჰომა სიტი 35 25 2 0 8 3704:3439 0.771
2. სან ანტონიო 35 26 1 0 8 3659:3392 0.771
3. პორტლენდი 35 23 3 0 9 3816:3611 0.743
4. კლიპერსი 37 22 2 1 12 3872:3685 0.649
5. გოლდენ სტეიტი 37 23 1 2 11 3831:3637 0.649
6. ჰიუსტონი 35 21 1 1 12 3695:3586 0.629
7. ფინიქსი 33 20 0 1 12 3405:3307 0.606
8. დალასი 35 20 0 1 14 3607:3549 0.571
9. დენვერი 34 17 0 0 17 3474:3461 0.500
10. მინესოტა 34 16 1 1 16 3652:3490 0.500
11.      ნიუ ორლეანი 33      13      2      0      18      3363:3395 0.455
12. მემფისი 34 13 2 1 18 3267:3313      0.441
13. ლეიკერსი 35 14 0 0 21 3488:3653 0.400
14. საკრამენტო 33 9 2 1 21 3343:3464 0.333
15. იუტა 37 11 1 1 24 3459:3727 0.324
0.128446