ქართული ფეხბურთის გულშემატკივრების უმრავლესობითვის, ალბათ, უცნობია, რომ უკრაინის პირველი დივიზიონის დონეცკის “ოლიმპიკში”, მეკარე ზაურ მახარაძე თამაშობს. ის უკრაინაშია დაბადებულ-გაზრდილი და ამ ქვეყნის როგორც 17 წლამდელთა, ასევე 19 წლამდელთა ნაკრებში უთამაშია – 13 მატჩი. 20 წლის მეკარემ, განვლილ სეზონში “ოლიმპიკში” 19 მატჩი ჩაატარა. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც მან დონეცკელთა ოფიციალურ ვებგვერდს მისცა.
- დონეცკის “ოლიმპიკში” როგორ მოხვდით?
-12 წლის ვიყავი, რომ მწვრთნელმა მშობლიურ ქალაქ ბალტიდან, 1992-1993 წელს დაბადებული ბიჭები სინჯებზე დონეცკის “შახტარში” წაგვიყვანა. იქ გვითხრეს, რომ “ოლიმპიკისთვის” მიგვეკითხა. ამ გუნდში რამდენიმეჯერ ვივარჯიშე და შემდეგ ისე მოხდა, რომ უკვე 8 წელია “ოლიმპიკში” ვარ. პირველ გუნდთან კონტრაქტი რომ გავაფორმე, 15 თუ 16 წლის ვიყავი.
- კონტრაქტის დადებას, წინ რა უძღოდა?
- “მეტალურგს” ვეთამაშებოდით და პენალტი მოვიგერია. თამაშის შემდეგ, იგორ პეტროვმა მითხრა: “მალე, ჩვენთან ერთად იქნები”. ამის შემდეგ, გუნდის ბაზაზე შეხვდრისას, ეს კიდევ რამდენიმეჯერ მითხრა. საბოლოო ჯამში, კონტრაქტს ხელი მოვაწერე, პირველ გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი და თამაშებზე დავდიოდი.
- “ოლიმპიკის” სასტარტო შემადგენლობაში როდის მოხვდით?
- ჯერ კიდევ მეორე ლიგაში თამაშისას, როდესაც პირველ ლიგაში გადასასვლელად ვემზადებოდით, მთელი მეორე წრე ჩავატარე. შემდეგ, თითქმის ერთი წელი სათამაშო პრაქტიკის გარეშე ვიყავი, რადგან კარში დიმა ჟდანკოვი იდგა. როდესაც მთავარ მწვრთნელად რომა მიხაილოვიჩ სანჟარი დაინიშნა, მუდმივად სასტარტოში ვთამაშობდი. მოვუმატე, ალბათ, ეს დაინახეს და ამიტომ მათამაშებდნენ.
- მომავალ სეზონში, საკუთარი თავისა და გუნდისგან, ჩემპიონატში რას ელოდებით?
- ნებისმიერ შემთხვევაში, საინტერესო სეზონი იქნება. გუნდისგან და საკუთარი თავისგან წინსვლას ველოდები. ბოლო ორმა თამაშმა დაადასტურა, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ და გვინდა, ასე გავაგრძელოთ. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება.