ქართული სუპერლიგისა და აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა ზაურ ფაშაევმა (31, 08, 83, 186 სმ, 73 კგ) “ქუთაისი-2010”-თან ახალი კონტრაქტი გააფორმა და მის შემადგენლობაში მინიმუმ 2013-14 წლების სეზონის ბოლომდე ითამაშებს.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ქუთაისი-2010”-ის მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ კოხრეიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ფაშაევი, შექმნის დღიდან “ქუთაისი-2010”-ის წევრია და მან ქუთათურთა წარმატებაში ლომის წილი შეიტანა.
რაც შეეხება “ქუთაისი-2010”-ს, გუნდი ზედიზედ სამი სეზონია არსებობს და ოთხეულს მიღმა არასოდეს დარჩენილა.