სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

20:15 | 23.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზამერი: "რობენი რონალდუსა და მესის მსგავსია"

 

მიუნხენის "ბაიერნის" სპორტული დირექტორი მათიას ზამერი აღნიშნავს, რომ არიენ რობენი კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის მსგავსი ფეხბურთელია.

30 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი "რეკორდმაისტერს" 2009 წელს მადრიდის "რეალიდან" შეუერთდა. ზამერის განცხადებით, რობენი "ბაიერნში" ფორმის პიკზე იმყოფება და მშვენივრად ასპარეზობს.

"ჩემთვის რობენი მსოფლიო კლასის ფეხბურთელია, როგორიცაა რონალდუ, მესი და ნეიმარი. დიდ მატჩებში რობენი წლიდან წლამდე უფრო კარგად თამაშობს და პატივისცემას იმსახურებს. ის არის დაუვიწყარი მოთამაშე და პროფესიონალი. ჰოლანდიელი "ბაიერნისთვის" უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ჩვენ მას ძალიან ვაფასებთ და იგი უკამათოდ ვარსკვლავია." _ განაცხადა Sport Bild-თან საუბრისას მათიას ზამერმა.

2013-14 წლების სეზონში არიენ რობენმა მიუნხენის "ბაიერნის" მაისურით ჩატარებულ 39 მატჩში თავი 19-ჯერ გამოიჩინა.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113126