“ბაიერნის” სპორტული დირექტორი მათიას ზამერი ირწმუნება, რომ რობერტ ლევანდოვსკის დამატების მიუხედავად, მიუნხენური გუნდი ხორვატ თავდამსხმელს, მარიო მანჯუკიჩს შეინარჩუნებს.
“მანჯუკიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთავაზების გაკეთებას აზრი არ აქვს. ის “ბაიერნისთვის” საჭირო ფეხბურთელია. მანჯუკიჩი მოედანზე დაუჯერებლად დიდ სამუშაოს ასრულებს. ის, თამაშის დროს, ძალიან ბევრს დარბის.” – ციტირებს ზამერის სიტყვებს შკყ90.
მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე, მანჯუკიჩმა “ბაიერნის” მაისურით 43 თამაში ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა.