ფეხბურთი

11:53 | 8.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზამერი: “ლამი უგვირგვინო იმპერატორია”

მიუნხენის “ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა ერთ-ერთ გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში კლუბის კაპიტან ფილიპ ლამის ქებას საკმაოდ დიდი დრო დაუთმო. გერმანიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ლამი პაოლო მალდინის შეადარა.

“ფილიპ ლამი თავის საქმეს ბრწყინვალედ აკეთებს და რაც მთავარია, სტაბილურად უმაღლეს დონეზე თამაშობს. მე მას პაოლო მალდინის სიმაღლეზე ვაყენებ, რადგან ვთვლი, რომ ორივე მათგანი ფეხბურთის უგვირგვინო იმპერატორები არიან” – განაცხადა ზამერმა. 

 

0.120223