ფეხბურთი

12:59 | 15.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზამერი გვარდიოლას “ბაიერნით” უკმაყოფილოა

 

მიუნხენის “ბაიერნის” სპორტული დირექტორი მათიას ზამერი ბავარიული კლუბის მიერ “ჰანოვერის” 2:0 ძლევის მიუხედავად, თამაშის ხარისხით მაინც უკმაყოფილო დარჩა.

“ეს არაა ჩვენთვის სასურველი თამაში. ცოტა უნდა გამოვფხიზლდეთ. “ჰანოვერთან” მატჩი საშინლად მოსაწყენი იყო. არადა ეს ის გუნდია, რომელსაც წინა სეზონში 5:0 და 6:1 მოვუგეთ. პრეზიდენტმა ული ჰიონესმა უკვე სთხოვა ხოსეპ გვარდიოლას სანახაობრივი მხარის გაუმჯობესება, მაგრამ სამწუხაროდ პროგრესი არ ჩანს” – უთხრა ზამერმა გერმანულ სპორტულ გამოცემებს.

 


0.119404