საფეხბურთო კლუბ მიუნხენის “ბაიერნის” სპორტული დირექტორი მათიას ზამერი დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობას ისევ აპირებს. მას კონტრაქტი 2015 წელს უმთავრდება, მაგრამ გერმანული მედიის ინფორმაციით, ბავარიულ გრანდში დარჩენას ხელს არაფერი შეუშლის.
“კლუბის სხვა წარმომადგენლებთან ამ საკითხზე კონტაქტი გვაქვს. ყველაფერი წესრიგშია. წინ ბევრი დრო გვაქვს, რადგან სეზონი მხოლოდ ახლა დაიწყო” – თქვა ზამერმა.
გერმანულ საფეხბურთო წრეებში მიიჩნევენ, რომ “ბაიერნში” ზამერის დარჩენა გადაწყვეტილია და მხოლოდ ფორმალობაა დარჩენილი. არაა გამორიცხული, რომ ზამერი “ბაიერნთან” კონტრაქტს 2018 წლამდე გაახანგრძლივებს.