თამაშგარე

10:51 | 8.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

ზაირა ნარამ “აიშვა“

ურუგვაელ ფეხბურთელ დიეგო ფორლანთან დაშორების შემდეგ, ცნობილმა ესპანელმა მოდელმა ზაირა ნარამ, ორი საყვარელი გამოიცვალა და საბოლოოდ ვერავის შეეწყო. როგორც ამბობენ, მიუხედავად მოდელის მხრიდან საპირისპიროს მტკიცებისა, ზაირას გულის-გულში ისევ ფორლანი უყვარს.
ზაირა ნარას უკანასკნელი სატრფო, ცნობილი ჩოგბურთელი ხუან მონაკო მას შემდეგ დაშორდა, რაც გაირკვა, რომ ზაირას ჟურნალისტებთან უთქვამს, ხუანისადმი არანაირი გრძნობა არ გამაჩნია და მასთან მხოლოდ ვერთობიო. ჩოგბურთელიც ადგა და საერთოდ გაწყვიტა ამ ქალთან ურთიერთობა.
ხუან მონაკომდე ზაირა ნარა ერთ-ერთ ესპანელ მულტიმილიონერს ხვდებოდა, თუმცა, ვერც მასთან შეძლო ურთიერთობის დალაგება. ახლა ესპანეთში ჭორი დადის, რომ ზაირა ნარა სრულიად უცნობ 20 წლის ყმაწვილს ხვდება. მაგრამ, ამ ინფორმაციის დამადასტურებელი ფაქტები ჯერ არავის მოეპოვება.
 

0.180666