ფეხბურთი

11:31 | 23.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზაა “კარდიფში” ითამაშებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ვილფრიდ ზაა სეზონის მეორე ნახევარს იჯარის წესით “კარდიფში” გაატარებს. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.

მართალია, “წითელი ეშმაკების” თავკაცი დევიდ მოიესი აცხადებდა, რომ ზაა მის გეგმებში შედიოდა, მაგრამ ფეხბურთელის “კარდიფში” გადასვლა თითქმის უკვე გადაწყვეტილია. 21 წლის ინგლისელი ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას უახლოეს პერიოდში გაივლის და კლუბებს შორის გარიგებაც ოფიციალურად გამოცხადდება.

ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, ზაამ მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა.

 

0.116447