ჩოგბურთი

13:03 | 22.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ყველაზე ძვირადღირებული მეგობრები”

 ჩოგბურთში სადიდსლემო ტურნირების 17-გზის ტრიუმფატორი როჯერ ფედერერი და მისი მეგობარი, გოლფში მეიჯორის შეჯიბრებების 14-გზის ჩემპიონი ტაიგერ ვუდსი ყველაზე ძვირადღირებული სპორტსმენების (Most Valuable Athlete Names) სიას ლიდერობენ. პოპულარული და ავტორიტეტული გამოცემა Forbes-ის ვერსიით 32 წლის შვეიცარიელმა და 38 წლის ამერიკელმა 2013 წელს 46 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს.

ჟურნალისვე ცნობით, “არასავალდებულო” ტურნირზე ფედერერის მიწვევა შეჯიბრების ორგანიზატორებს მილიონ დოლარზე მეტი უჯდებათ, ხოლო როჯერის მიერ Nike-თან გაფორმებული პირადი კონტრაქტის ღირებულება 100 მილიონ ევროს შეადგენს.

2013 წელს გამომუშავებული თანხის მიხედვით ყველაზე ძვირადღირებული სპორტსმენთა პირველ ათეულს კი შემდეგი სახე აქვს.

1-2. როჯერ ფედერერი (შვეიცარია, ჩოგბურთი) 46 მილიონი დოლარი

1-2. ტაიგერ ვუდსი (აშშ, გოლფი) 46 მილიონი

3. ლებრონ ჯეიმსი (აშშ, კალათბურთი) 27 მილიონი

4. ფილ მიკელსონი (აშშ, გოლფი)  25 მილიონი

5. მარია შარაპოვა (რუსეთი, ჩოგბურთი)  23 მილიონი

6. მახენდრა სინგხ დჰონი (ინდოეთი, კრიკეტი) 21 მილიონი

7. უსეინ ბოლტი (იამაიკა, მძლეოსნობა) 20 მილიონი

8. კობი ბრაიანტი (აშშ, კალათბურთი) 19 მილიონი

9. ნა ლი (ჩინეთი, ჩოგბურთი) 15 მილიონი

10-11. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, ფეხბურთი) 13 მილიონი

10-11. ლიონელ მესი (არგენტინა, ფეხბურთი) 13 მილიონი

0.122695