ჭიდაობა

13:14 | 9.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყველაშვილმა მეოთხედფინალიც დაძლია

 

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჯუმბერ ყველაშვილმა (74 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

თურქი სონერ დემიტრაშისა (4:3) და ყაზახი გალიმჟან უსერბაიევის (5:1) ძლევის შემდეგ ყველაშვილი აზერბაიჯანელ აშრაფ ალიევს დაუპირისპირდა და 9:5 აჯობა.

ნახევარფინალში 22 წლის ქართველი მოჭიდავე ბელარუსის ნაკრების წევრ მურად გაიდაროვსა და იაპონელ სოსუკე ტაკატანის შორის მოგებულს შეხვდება.

0.128067