უეფას ოფიციალური ვებგვერდი 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ამბებს მიმოიხილავს. სხვებთან ერთად, საუბარი F ჯგუფის სიტუაციაზეცაა, რომელშიც საქართველოს ნაკრები იბრძვის. მოგეხსენებათ, ქართველი “ჯვაროსნები” სამ ივნისს ხორვატიას სტუმრობენ, მეორე დღეს კი “ქართული” შესარჩევი ჯგუფის კიდევ 2 მატჩი გაიმართება - ისრაელი ლატვიას, მალტა კი საბერძნეთს ეწვევა.
ხორვატია
სლავენ ბილიჩმა თავდაპირველად დაძახებულ ოცდაოთხ კაცში, პირველი სანაკრებო შანსი სპლიტის “ჰაიდუკის” 20 წლის ფორვარდ ანტე ვუკუშიჩსა და თურქული “ქარაბუქსფორის” კიპერ ვიეკოსლავ ტომიჩს მისცა. “ვუკუშიჩის თვისებები მოგვწონს და მან ამიტომ დაიმსახურა ეს მოწვევა. მეტოქეზე ყველაფერი ვიცით და საკუთარი მაყურებლების წინაშე ქართველებს აუცილებლად დავამარცხებთ, რაც ზაფხულში მშვიდად ყოფნის საშუალებას მოგვცემს”.
მეკარეები: ვედრან რუნიე (“ლანსი”, საფრანგეთი), სტიპე პლეტიკოშა (“ტოტენჰემი”, ინგლისი), ვიეკოსლავ ტომიჩი (“ქარაბუქსფორი”, თურქეთი);
მცველები: დარიო სრნა (“შახტარი”, უკრაინა), შიმე ვრსალიკო (“დინამო”, ზაგრები), ვედრან ჩორლუკა (“ტოტენჰემი”, ინგლისი), იოსიპ შიმუნიჩი (“ჰოფენჰაიმი”, გერმანია), დეიან ლოვრენი (“ლიონი”, საგრანგეთი), გორდონ შილდენფელდი (“შტურმი”, ავსტრია), დანიელ პრანიჩი (“ბაიერნი”, გერმანია), მანუელ პამიჩი (“სპარტა”, ჩეხეთი), დომაგოი ვიდა (“ლევერკუზენი”, გერმანია);
ნახევარმცველები: ოგნიენ ვუკოევიჩი (“დინამო”, უკრაინა), ტომისლავ დუიმოვიჩი (“დინამო”, რუსეთი), ლუკა მოდრიჩი (“ტოტენჰემი”, ინგლისი), მილან ბადელი (“დინამო”, ზაგრები), ივან პერიშიჩი (“ბრიუგე”, ბელგია), დრაგო გაბრიჩი (“ანკარაგიუჯუ”, თურქეთი);
თავდამსხმელები: მლადენ პეტრიჩი (“ჰამბურგი”, გერმანია), ედუარდო (“შახტარი”, უკრაინა), ნიკოლა კალინიჩი (“ბლექბერნი”, ინგლისი), ნიკიცა იელავიჩი (“რეინჯერსი”, შოტლანდია), ანტე ვუკუშიჩი (“ჰაიდუკი”), მარიო მანჯუკიჩი (“ვოლფსბურგი”).
საბერძნეთი
რამდენიმე ახალწვეული ჰყავს ბერძნების პორტუგალიელ თავკაც ფერნანდუ სანტუშსაც. პირველი მოწვევაა “შალკეს” 19 წლის მცველის კირიაკოს პაპადოპულოსისთვის. სელტიკელი გიორგოს სამარასის ნაცვლადაა დაძახებული პაოკ-ის 22 წლის ფორვარდი სტეფანოს ათანასიადისი. სანაკრებო დებიუტის შანსი აქვს ბერძნული “კერკირას” კიპერ დიმიტრიოს კონსტანტინოპულოსს.
მეკარეები: დიმიტრიოს კონსტანტინოპულოსი (“კერკირა”), სტეფანოს კოცოლისი (“პანათინაიკოსი”);
მცველები: ლუკას ვინტრა (“პანათინაიკოსი”), ვასილის ტოროსიდისი (“ოლიმპიაკოსი”), ვანგელის მორასი (“ბოლონია”, იტალია), კირიაკოს პაპადოპულოსი (“შალკე”, გერმანია), ავრაამ პაპადოპულოსი (“ოლიმპიაკოსი”), ნიკოს სპიროპულოსი (“პანათინაიკოსი”);
ნახევარმცველები: ალექსანდროს ციოლისი (“რასინგი”, ესპანეთი), კოსტას კაცურანისი (“პანათინაიკოსი”), გიორგოს კარაგუნისი (“პანათინაიკოსი”), პანტელის კაფესი (აეკ), გიორგოს ფოტაკისი (პაოკ), სოტირის ნინისი (“პანათინაიკოსი”), პანაიოტის კონე (“ბრეშა”, იტალია), იანის ფეთფაციდისი (“ოლიმპიაკოსი”);
თავდამსხმელები: ლაზაროს ხრისტოდულოპულოსი (“პანათინაიკოსი”), დიმიტრის სალპინგიდისი (პაოკ), კოსტას მიტროღლუ (“ოლიმპიაკოსი”), სტეფანოს ათანასიადისი (პაოკ).
ისრაელი
კრაკოვის “ვისლაში” წარმატებულმა თამაშმა, მაორ მელიკსონს ნაკრებში თამაშის მეორე შანსი მისცა. ბეერ შევას “ჰაპოელიდან” სათამაშოდ პოლონეთში გადასული ნახევარმცველის მიერ გატანილმა გოლმა, მის კლუბს ექსტრაკლასას ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა.
ებრაელთა ფრანგ თავკაც ლუის ფერნანდესს, ლატვიაში სათამაშოდ 3 დებიუტანტი ჰყავს დაძახებული. “მალიორკას” გამოცდილი კიპერის დუდუ ავათის შემცვლელებად იქნებიან დუდუ გორეში და გუი ჰაიმოვი, რომლებსაც პირველ ნაკრებში ჯერ არ უთამაშიათ. თუკი ლატვიელებთან მატჩში კარში რომელიმე მათგანის ჩადგომა ნაკლებად სავარაუდოა, ფერნანდესს ჰაიფას “მაკაბის” ფორვარდის, ტომერ ჰემედის საქმეში ჩართვა ალბათ დასჭირდება, მით უფრო, რომ ფრანგი ამ მატჩის შედეგს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს:
“ეს ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე ძნელი მატჩი იქნება. თუ გვინდა, რომ ფლეი ოფის შანსი მაინც დაგვრჩეს, ლატვიიდან მაქსიმალური შედეგით უნდა დავბრუნდეთ”.
მეკარეები: დუდუ ავათი (“მალიორკა”, ესპანეთი), დუდუ გორეში (“ჰაპოელი”, აკო), გუი ჰაიმოვი (“ჰაპოელი”, კირიათ შმონა);
მცველები: იოავ ზივი (“მაკაბი”, თელ ავივი), დეკელ კეინანი (“კარდიფი”, უელსი), იუვალ შპუნგინი (“ომონია”, კვიპროსი), რამი გერშონი (“კორტრაიკი”, ბელგია), ტალ ბენ ჰაიმი I (“პორტსმუთი”, ინგლისი), ტალბ ტვატჰა (“მაკაბი”, ჰაიფა), იციკ კოენი (“ჰაპოელი”, აკო);
ნახევარმცველები: ალმოგ კოენი (“ნიურნბერგი”, გერმანია), ბებრას ნატჰო (“რუბინი”, რუსეთი), ლიორ რაფაელოვი (“მაკაბი”, ჰაიფა), იოსი ბენაიუნი (“ჩელსი”, ინგლისი), ეიალ გოლასა (“მაკაბი”, ჰაიფა), მაორ მელიკსონი (“ვისლა”, კრაკოვი), გალ ალბერმანი (“მაკაბი”, თელ ავივი), ერან ზაჰავი (“პალერმო”, იტალია), მაორ ბუზაგლო (“მაკაბი”, თელ ავივი);
თავდამსხმელები: ტომერ ჰემედი (“მაკაბი”, ჰაიფა), ომერ დამარი (“მაკაბი”, ფეთახ თიკვა), ტალ ბენ ჰაიმი II (“მაკაბი”, ფეთახ თიკვა), ბენ საჰარი (“ესპანიოლი”, ესპანეთი).
ლატვია
შესარჩევი ციკლის საწყისი ეტაპის შემდეგ, ალექსანდრს სტარკოვსი სიტუაციის გამოსწორებას გეგმავს: “ჩვენ არცთუ კარგ მდგომარეობაში ვართ. ამიტომ, საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ნაკრებში რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელის დაბრუნება მოგვიწევს”.
ლატვიელთა თავკაცი ტრავმის შემდეგ ფიზიკურად სუსტ ალექსანდრ ცაუნიასაც დაიხმარს და რუსეთის პირველ დივიზიონში მოთამაშე ედგარს გაურაჩსსაც. თუ ასე მოხდა, ეს “ენისეის” 23 წლის ფორვარდისთვის სანაკრებო დებიუტი იქნება.
მეკარეები: ანდრის ვანინსი (“სიონი”, შვეიცარია), ალექსანდრს კოლინკო (“ბალტიკა”, რუსეთი), დენის რომანოვსი (“ცენდრავასიჰ პაპუა”, ინდონეზია);
მცველები: ოსკარს კლიავა (“ანჟი”, რუსეთი), კასპარს გორკშსი (“ქუინზ პარკ რეინჯერსი”, ინგლისი), დენის ივანოვსი (“სივასსპორი”, თურქეთი), რიტუს კრიაუკლისი (“ოლიმპიკ-შუვალანი”, აზერბაიჯანი), დენის კაჩანოვსი (“სკონტო”), ვლადიმირ ბესპალოვსი (“ვენტსპილსი”), იგორს სავჩენკოვსი (“ვენტსპილსი”), პაველს მიხადიუკსი (“მეტალურგსი”).
ნახევარმცველები: მაქსიმს რაფალსკისი (“ბალტიკა”, რუსეთი), იურის ჟიგაევსი (“ვიძევი”, პოლონეთი), ალექსეის ვიშნიაკოვსი (“კრაკოვია”, პოლონეთი), ანდრეის რუბინსი (“ყარაბაღი”, აზერბაიჯანი), ალექსანდრს ცაუნია (ცსკა, რუსეთი), ანდრეის პერეპლიოტკინსი (“ნასაფი”, უზბეკეთი), ივანს ლუკიანოვსი (“ლეხია”, პოლონეთი), არტის ლანზდინში (“იელგავა”), იგორს ტარასოვსი (“სკონტო”);
თავდამსხმელები: მარის ვერპაკოვსკისი (“ერგოტელისი”, საბერძნეთი), არტიომს რუდნევსი (“ლეხი”, პოლონეთი), ედგარს გაურაჩსი (“ენისეი”, რუსეთი), დანიილს ტურკოვსი (“ზალაეგერსეგი”, უნგრეთი).
მალტა
კანადაში დაბადებული, დღეს კი მალტურ “ფლორიანაში” მოთამაშე ფორვარდი აივენ ვუდსი, მალტელთა თავკაცმა ჯონ ბუტიჯიგმა ბოლო მომენტში დაიმატა. კუნძულელთა მთავარ მწვრთნელს კარგად ესმის, რომ ბერძნებთან იმაზე გაცილებით რთული თამაში ექნებათ, ვიდრე ოცდაექვს მარტს მალტაზე გადახდათ. სანტუშის გაწვრთნილები ყველანაირად შეეცდებიან დაამტკიცონ, რომ არბიტრის მიერ მე-2 კომპენსირებულ წუთზე გოლის გატანა შემთხვევითი არ ყოფილა.
“მჯერა, რომ ბერძნებთან პირველ მატჩში დადებითი შედეგის მიღწევას ვიმსახურებდით. ახლანდელს რაც შეეხება, რთული მეტოქე გვყავს და შევეცდებით, თავი არ შევირცხვინოთ”, - ამბობს ბუტიჯიგი.
მეკარეები: ენდრიუ ჰოგი (“ვალეტა”), ჯასტინ ჰეიბერი (“ფერენცვაროში”, უნგრეთი);
მცველები: ანდრეი აგიუსი (“ბირკირკარა”), შონ ბახადა (“ბირკირკარა”), ჯონათან კარუანა (“ვალეტა”), ედვარდ ერერა (“ჰიბერნიანსი”), ჯოზეფ ზერაფა (“ბირკირკარა”);
ნახევარმცველები: როდერიკ ბრიფა (“ვალეტა”), კლეიტონ ფაილა (“სლიმა უონდერერსი”), პოლ ფენეჩი (“ბირკირკარა”), რაიან ფენეჩი (“ვალეტა”), ჯონ ჰათჩისონი (“სენტრალ ქოუსთი”, ავსტრალია), გარეთ სკიბერასი (“მარსაქსლოკი”);
თავდამსხმელები: დანიელ ბოგდანოვიჩი (“შეფილდ იუნაიტედი”, ინგლისი), ენდრიუ კოენი (“ჰიბერნიანსი”), მაიკლ მიფსუდი (“ქორმი”), ანდრე შკემბრი (“ფერენცვაროში”, უნგრეთი), აივენ ვუდსი (“ფლორიანა”).
მდგომარეობა F ჯგუფში
1 | საბერძნეთი | 5 | 3 | 2 | 0 | 5-2 | 11 |
2 | ხორვატია | 5 | 3 | 1 | 1 | 8-2 | 10 |
3 | ისრაელი | 6 | 3 | 1 | 2 | 8-6 | 10 |
4 | საქართველო | 6 | 2 | 3 | 1 | 4-3 | 9 |
5 | ლატვია | 5 | 1 | 1 | 3 | 4-7 | 4 |
6 | მალტა | 5 | 0 | 0 | 5 | 1-10 | 0 |
ფრიდონ კერვალიშვილი