გერმანიის ქალაქ ერფურტში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის ბოლო ტურის წინ, გარკვეული არაფერია. 5.5-5.5 ქულით 3 მონაწილე ლიდერობს: შენ იანგი (ჩინეთი, 2470), მონიკა სოცკო (პოლონეთი, 2470) და ბელა ხოტენაშვილი (საქართველო, 2494).
მე-8 ტურში ხოტენაშვილმა თეთრი ფიგურებით რუსი ანასტასია ბოდნარუკი (2434) დაამარცხა, სოცკომ შავებით შოტლანდიის სახელით მოთამაშე ქეთევან არახამია-გრანტს (2394) სძლია, ხოლო იანგმა ლელა ჯავახიშვილი (2477) დაჯაბნა.
შეგახსენებთ, რომ ამ ტურამდე ჯავახიშვილი პირველ პოზიციაზე გახლდათ, აღნიშნულმა წარუმატებლობამ კი 5.0 ქულით მე-5 ადგილამდე დააქვეითა.
ბოლო მე-9 ტურში ხოტენაშვილი შავებით გერმანელ ტეტიანა მელამედს (2364) გაეჯიბრება, იანგი ასევე შავებით ბოდნარუკს ეთამაშება, ჯავახიშვილი კი თეთრი ფიგურებით ძალებს გერმანელ ელიზაბეტ პეტცთან (2464) მოსინჯავს.