ფეხბურთი

22:32 | 17.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ყველაფერი ადგილზე - გულით და უგოლოდ

0:0 - ასე დასრულდა წრის ცენტრალური მატჩი, რომელმაც "დინამოსა" და "დილას" შორის ჰანდიკაპი უცვლელი დატოვა. თამაშიდან გამომდინარე, ლიდერსაც და უახლოეს მდევარსაც შეეძლოთ მოგება, ფეხბურთელებმა გული და სული ჩადეს თამაშში, მაგრამ ვერ ვნახეთ გოლი.

მატჩის შემდეგ "დინამოს" ჩეხმა თავკაცმა დუშან უჰრინმაც აღნიშნა, საწყისი 15 წუთის შემდეგ, უპირატესობა მეტოქემ მოიპოვაო. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ტაიმის შუაში, 5-7-წუთიან მონაკვეთში, როცა "დილამ" ზედიზედ 4 კარგი შეტევა განახორციელა.

ჯერ გიორგი ილურიძე გაძვრა ორ დინამოელს შორის და დაფარული პასი გაუკეთა სეხნია კახელიშვილს, რომელმაც ოდნავ მახვილი კუთხიდან ააცილა. ერთ წუთში გოგიტა გოგუას დარტყმული მოიგერია გიორგი ლორიამ და ამას მოჰყვა ბრაზილიელი ნათან ჟუნიორის ოდნავ უზუსტო თავური, რომელიც კახა ალადაშვილის გარღვევისა და ჩაწოდების შედეგად განხორციელდა. ირაკლი მაისურაძესაც შეექმნა მომენტი, თუმცა ფეხებში ჩაუხტნენ და არ დაარტყმევინეს.

თითქოს "დილა" გოლს ამწიფებდა. ისე ჩანდა, რომ ვალდას ივანაუსკასს სწრაფ გოლზე ჰქონდა თამაში გათვლილი. შემდეგ კი თამაში გათანაბრდა. "დინამომაც" რამდენჯერმე სცადა გამწვავება, თუმცა მეკარე ბექა შეყრილაძე პირველ ტაიმში თამაშში სერიოზულად არ ჩართულა.

ჯაბა დვალს მკაცრად მეურვეობდნენ და "დილამ" ეს მისია ბოლომდე შეასრულა - ფორვარდს გასაქანი არ მისცა. კახა ალადაშვილმაც გაანეიტრალა გიორგი მერებაშვილი, რომელმაც, როგორც გახსოვთ, ნოემბერში საუკეთესო მატჩი ჩაატარა "დილას" წინააღმდეგ. ალადაშვილი (და კვირკველიაც) შეტევებისთვის იცლიდნენ, მხოლოდ დაცვაზე არ ყოფილან ორიენტირებულნი.

შეყრილაძეს პირველად 55-ე წუთზე მოუწია ბურთის მოგერიება, როცა ლევან ხმალაძის დარტყმულს გაუმკლავდა. მე-60 წუთზე ჩისკო წაიქცა მეტოქის საჯარიმოში და დინამოელები პენალტს ითხოვდნენ, თუმცა მანამდე, "დილაც" პროტესტს გამოთქვამდა - გიორგი ილურიძის წინააღმდეგ 11-მეტრიანი უნდა დანიშნულიყოო. ორივე ეპიზოდი ისეთი იყო, რომ "იყო", ან "არ იყო"-ს მტკიცება ძნელია.

65-ე წუთზე დვალმა ოდნავ ააცილა და ამის შემდეგ, სახიფათო დარტყმა აღარ განხორციელებულა. შეყრილაძე უკვე ვახსენეთ და ეტყობოდა, რომ ფეხი სტკიოდა, თუმცა ივანაუსკასმა მეკარის შეცვლა ვერ გარისკა.

"დინამომ" ბოლო 8-10 წუთში შეუტია და ერთი კარგი მომენტიც შეექმნა, როცა არეულობისას პეტერ გრაიციარს დარტყმა არ აცალეს. ლაშა თოთაძემ იყოჩაღა, ვარდნაში დაასწრო ჩეხს და უეჭველ გოლს გადაარჩინა "დილა".

"დინამოს" ახალგაზრდა საყრდენ გიორგი პაპავაზეც ვთქვათ: სათამაშო პრაქტიკით ვერ დაიკვეხნის და მიუხედავად ამისა, ამ შეხვედრაში კარგად გამოიყურებოდა.

 

მატჩის შემდეგ:

ვალდას ივანაუსკასი: "ვფიქრობ, რაც უფრო მეტი იქნება ასეთი მატჩები, მით უფრო მოიგებს ქართული ფეხბურთი. დღეს საქართველოს ორი საუკეთესო გუნდი თამაშობდა და მნიშვნელობაც დიდი ჰქონდა: როგორც იტყვიან, 6-ქულიანი შეხვედრა იყო. მართალია, წინ კიდევ 8 ტურია, მაგრამ მაინც.

რთული მატჩი გამოვიდა. ვიცოდით, რომ "დინამო" სახიფათოა სტანდარტული სიტუაციებისას და ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს.

მთლიანობაში, უკმაყოფილო არ ვარ. ვფიქრობ, ფრე სამართლიანი შედეგია".

დუშან უჰრინი: "რთული მატჩი იყო. თავიდან აქტიურად დავიწყეთ, 15 წუთის შემდეგ კი "დილამ" შეუტია და უპირატესობა მოიპოვა. ბოლო 10 წუთი ჩავატარეთ კარგად და რამდენიმე საგოლე მომენტიც შევქმენით.

თამაში ისეთი იყო, შეიძლებოდა, ეს მატჩი წაგვეგო, ან მოგვეგო კიდეც. საბოლოოდ, ფრე ლოგიკურ შედეგად მიმაჩნია".

 

"დინამო" (თბილისი) - "დილა" (გორი) 0:0

17.03. 18:00. თბილისი. დინამო არენა". 6000 მაყურებელი

დინამო: ლორია, შაშიაშვილი, გივი კვარაცხელია, უსტარიცი, მილხრაუმი, ხმალაძე (გრაიციარი 64), პაპავა, ალვარო, მერებაშვილი (ტატანაშვილი 90+3), ჩისკო, დვალი (გლიშიჩი 82).

მწვრთნელი: დუშან უჰრინი.

დილა: შეყრილაძე, ალადაშვილი, კვახაძე, თოთაძე, კვირკველია, გვალია, მაისურაძე, გოგუა, კახელიშვილი (ნიკა ჯიშკარიანი 83), ილურიძე (ლეონარდო 65), ჟუნიორი (მოდებაძე 80).

არბიტრი: თორნიკე გვანცელაძე.

გაფრთხილება: ალვარო (21), კვახაძე (27), პაპავა (51), ხმალაძე (57), გვალია (63), თოთაძე (88). 

I-VI ადგილებისთვის 

დინამო (თბ) – დილა 0:0  

ზუგდიდი – ჩიხურა 1:3 (1:0)

გოლები: 1:0 ირაკლი ეხვაია (26), 1:1 ბესიკ დეკანოიძე (67), 1:2 ნიკო კვასხვაძე (80), 1:3 ბესიკ დეკანოიძე (90+2)

ზესტაფონი – ტორპედ 0:0

1      დინამო (თბილისი)      24      17      5      2      66:19      56  
2 დილა (გორი) 24 17 2 5 38:16 53
3 ტორპედო (ქუთაისი) 24 14 5 5 41:18 47
4 ჩიხურა (საჩხერე) 24 14 5 5 38:22 47
5 ზესტაფონი 24 11 5 8 31:22 38
6 ზუგდიდი 24 10 5 9 28:32 35

 

30 მარტი: დილა – ზუგდიდი, ტორპედო – დინამო (თბ), ჩიხურა - ზესტაფონი

VII-XII ადგილებისთვის

კოლხეთი – სიონი 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 თეიმურაზ ფარულავა (20), 1:1 აკაკი მიკუჩაძე (33, პენ), 2:1 შალვა კვანტალიანი (84)

დინამო (ბთ) – ვიტ ჯორჯია 2:0 (1:0)

გოლი: 1:0, 2:0 ბესიკ ჩიმაკაძე (40, 90 პენ)

მეტალურგი – მერანი 1:1 (1:1)

გოლი: 1:0 ზვიად ლობჯანიძე (20), 1:1 ლაშა კუჭუხიძე (39)

  მეტალურგი (რუსთავი)    24      10      5       9        23:27      35  
2 მერანი (მარტვილი) 24 7 3 14   24:38 24
3 ვიტ ჯორჯია (თბილისი) 24 5 7 12   15:33 22
4 სიონი (ბოლნისი) 24 5 6 13   17:40 21
5 დინამო (ბათუმი) 24 5 4 15 25:47 19
6 კოლხეთი (ფოთი) 24 1 4 19 13:45 7

 

25-ე ტური

30 მარტი: მერანი – კოლხეთი, ვიტ ჯორჯია – მეტალურგი, სიონი – დინამო (ბთ)

მეგოლეები:

 18 - ჩისკო (3 პენ, "დინამო" თბილისი)

 17 - ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი)

 13 - საბა ლომია (“მერანი”)

 12 – ალვარო (“დინამო” თბილისი)

 10 - ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)

 7 - დავით ოდიკაძე (6, “ჩიხურა”), ირაკლი ქობალია (1, “ზუგდიდი”), ირაკლი სიხარულიძე (“მეტალურგი”), დიმიტრი ტატანაშვილი (“მეტალურგი” / “დინამო” თბილისი) 

 6 – მიხეილ ჯორბენაძე (“დინამო” ბათუმი), ბესიკ ჩიმაკაძე (1, “ვიტ ჯორჯია” / “დინამო” ბათუმი),  რევაზ ჯიქია (“სიონი” / გუნდში აღარ არის), ლევან ხმალაძე, გიორგი მერებაშვილი (“დინამო” თბილისი), დავით კირკიტაძე (“ჩიხურა”),  

5 - გიორგი ბერიაშვილი, გიორგი კუხიანიძე (2), ელგუჯა გრიგალაშვილი  (ყველა - “ტორპედო”), თორნიკე გორგიაშვილი (“ზესტაფონი”), ნიკო კვასხვაძე ("ჩიხურა")

4 – რატი წინამძღვრიშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი გაბედავა (“ზუგდიდი”), გიორგი დათუნაიშვილი (“ტორპედო”), ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), ნიკა დიასამიძე (“დინამო” ბათუმი), რომან ახალკაცი (“დილა” / “მეტალურგი”), ლაშა გვალია (1), ირაკლი მოდებაძე (2, ორივე - “დილა”)

3 – შოთა ლომია, დავით გამეზარდაშვილი (ორივე - “ზუგდიდი”), გულვერდ თომაშვილი, გიორგი კახელიშვილი, ნათან ჟუნიორი  (ყველა - “დილა”), გიორგი ონიანი (“დილა” / “ტორპედო”), თორნიკე ბერიძე (“დინამო” ბათუმი), ლევან შარიქაძე, შოთა ბაბუნაშვილი (ორივე - “ზესტაფონი”), პავლე დათუნაიშვილი, შალვა კვანტალიანი  (ორივე - “კოლხეთი”), გივი კვარაცხელია (“დინამო” თბილისი), გაგა ჩხეტიანი (“ჩიხურა”)

 2 – ალექსანდრე ბენაშვილი, მიხეილ სარდალიშვილი (ორივე – “ზესტაფონი”), ზურაბ მენთეშაშვილი (“ზესტაფონი” / “მეტალურგი”),  ლევან კუტალია (1,“ზუგდიდი” / “ზესტაფონი”), გიგა ამბროლაძე, ნოდარ ნოზაძე, მამუკა ტორონჯაძე (ყველა - "მერანი"), რევაზ გოცირიძე, თემურ შარაშენიძე, გიორგი მიქაბერიძე (ყველა - “მეტალურგი”), სანდრო გურული (1 “დილა” / “დინამო” ბათუმი), დათო კვირკველია (1,  “დილა”), ირაკლი კლიმიაშვილი (“დილა” / თავისუფალი აგენტი), პაატა ცხვიტარია (“კოლხეთი”), გრიგოლ დოლიძე, ბექა ტუღუში, ლაშა შერგელაშვილი (ყველა - “ტორპედო”), ალექსანდრე ბაციკაძე, ირაკლი ცნობილაძე, ამირან მუჯირი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ელგუჯა ლობჟანიძე, ლაშა გაბრიჩიძე (ორივე - “ვიტ ჯორჯია”), ზვიად სიხარულია (“ზუგდიდი”), მათე ვაწაძე (“დილა”/ “ორჰუსი” დანია)

 1 – თორნიკე აფციაური, ოთარ კვერნაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, ბერდია შარვაძე, იგორ იელიჩი, ბოტი გოა დემელი, თეიმურაზ ღონღაძე (ყველა - “ზესტაფონი”), გიორგი რეხვიაშვილი, გივი დიდავა, ვალერი იობაშვილი, დათა სიჭინავა, ლაშა კუჭუხიძე (ყველა - “მერანი”), პატრიკ მილხრაუმი (“ზესტაფონი” / “დინამო თბილისი), რობერტინიო (“დინამო” თბილისი / “ინტერი” ბაქო), ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი, არჩილ ტვილდიანი (ორივე – “დინამო” თბილისი), ალექსანდრე კოშკაძე (“ზუგდიდი” / “დინამო” ბათუმი),  გელა გოგიტიძე, ოლექსანდრ ტიმჩიშინი, კარენ მაკარიანი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ჯაბა უგულავა, გიორგი ქუცურუა (გუნდში აღარ არის), დავით სვანიძე, გიორგი მანწკავა, გიორგი ფეიქრიშვილი (გუნდში აღარ არის), ვილი ისიანი, გიორგი ჭანკოტაძე (გუნდში აღარ არის), დაჩი ფოფხაძე, პაველ ჰაიდუჩეკი, გიორგი ცხადაია, აკაკი მიკუჩაძე (1) (ყველა - “სიონი”), გიორგი ჭედია (“სიონი” / ამჟამად უგუნდოდ), ედიკ საჯაია, ვაჟა ლომაშვილი, დავით დიღმელაშვილი, ნიკა გუშარაშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, ლევან ბაკურაძე, ჯაბა ბერიანიძე, როინ ონიანი, დავით ბოლქვაძე, ბესიკ დეკანოიძე (ყველა - “ჩიხურა”), ზაზა ჭელიძე, ვალერი ბოლქვაძე, მერაბ გიგაური, გიორგი ფანცულაია, ნიკა ფირცხალავა (ყველა - “ტორპედო”), გიორგი ვასაძე, ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი კორიფაძე, გურამ გურეშიძე, ირაკლი ღიბრაძე, გურამ ადამაძე (ყველა - “ვიტ ჯორჯია”), გიორგი ლაშქარავა, ირაკლი ეხვაია (ორივე - “ზუგდიდი”), ალექსანდრე კვახაძე (“ტორპედო” / “დილა”), ვალერი კაციტაძე, მიხეილ გორელიშვილი, კახა ალადაშვილი, გიგა ბეჭვაია, გოგიტა გოგუა, ზურაბ არზიანი, ლაშა გვალია (ყველა - “დილა”) ლაშა სალუქვაძე (“დილა” / “სკა –ენერგია” ხაბაროვსკი), ომარ გოგონაია, ილია პავლიაშვილი, თეიმურაზ ფარულავა (ყველა – “კოლხეთი”), ჯემალ გაბუნია (“კოლხეთი” / “დინამო” ბათუმი), ანზორ სუხიაშვილი, რევაზ გეწაძე, დენის დობროვოლსკი, გიორგი ქავთარაძე, გოგი ფიფია, ზვიად ლობჯანიძე (ყველა - “მეტალურგი”), დავით ჯანელიძე (“მეტალურგი” / “თურანი” Aაზერბაიჯანი)

 ავტოგოლები: 2- ალექსანდრე ინწკირველი (“მეტალურგი”), 1 - ირაკლი კვეკვესკირი,  გელა გოგიტიძე (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლაშა კასრაძე (“ვიტ ჯორჯია”), გივი ქარქუზაშვილი (“მერანი”), გია ჩადუნელი (“კოლხეთი”)

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

 ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

 -ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

 -ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

 -ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

 -ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

 -თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.356201