კალათბურთი

2:15 | 28.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყველა მონაწილე ცნობილია

2015 წლის ევროპის ჩემპიონატის მე-2 შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა იმ 24-ვე ნაკრების ვინაობა, რომლებიც მონაწილეობას ფინალურ რაუნდში მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2015-ზე ასპარეზობა აქამდეც განაღდებული ჰქონდათ ესპანეთს, უკრაინას, ესტონეთს, საფრანგეთს, სლოვენიას, ხორვატიას, ლიტვას, სერბეთს, ფინეთს, საბერძნეთს და თურქეთს.

ამ 11 გუნდს შესარჩევი ციკლის კვალად კიდევ 13 ნაკრები დაემატა: ლატვია, ისრაელი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბელგია, საქართველო, ჩეხეთი, გერმანია, ჰოლანდია, პოლონეთი, მაკედონია, იტალია, რუსეთი და ისლანდია.

ცნობისთვის, ქართველი კალათბურთელები ევროპირველობის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მესამედ ითამაშებენ, ტურნირის ერთადერთი დებიუტანტი კი ისლანდია იქნება.

ისიც ვთქვათ, რომ 2011 წლის ჩემპიონატისგან განსხვავებით, ფინალისტებში 3 ცვლილებაა: დიდი ბრიტანეთის, ჩერნოგორიის და შვედეთის ნაცვლად, მიზანს ჰოლანდიამ, ესტონეთმა და ისლანდიამ უწიეს.

თუ სად ჩატარდება, ევრობასკეტ-2015, სავარაუდოდ, 8 სექტემბერს გაირკვევა, კანდიდატი კი რვაა: ხორვატია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ისრაელი, ლატვია, პოლონეთი და თურქეთი.

0.122988