ირანის ქალაქ რეშტში დასრულებულ საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირზე ჩინებულად ითამაშა ქართველმა გიგა ყუფარაძემ (2451), რომელსაც მე-12 განთესვა გააჩნდა, თუმცა, 11 ტურში 8.5 ქულა მოაგროვა და მე-2 ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ყუფარაძეს საწყისი 4 ტურის თავზე მხოლოდ 2.5 ქულა ჰქონდა, დარჩენილ შვიდ ტურში კი ხუთჯერ იმარჯვა, 2 პარტია ყაიმით დაასრულა და მხოლოდ ირანელ პოუია იდანის (2448) ჩამორჩა, რომელმაც თავი 9.0 ქულას მოუყარა.
ხაზარის თასის გათამაშების უძლიერეს A ჯგუფში სულ 9 ქართველი მოჭადრაკე თამაშობდა, რომელთაგან ათეულში კიდევ ორი მოხვდა: შოთა აზალაძე (2403) 7.5 ქულით მე-6 გახლდათ, ხოლო დავით ბენიძე (2516) ასეთივე მონაგარით მე-9 იყო. დანარჩენმა ქართველებმა ასეთი შედეგები აჩვენეს: 13. ვალერიან გაფრინდაშვილი (2400) – 7.0 19. ლუკა პაიჭაძე (2491) – 7.0; 22. ლევან ფანცულაია (2592) – 6.5; 29. გაიოზ ნიგალიძე (2459) – 6.5; 31. აკაკი შალამბერიძე (2330) – 6.5; 78. დავით ლომსაძე (2341) – 4.5;
აქვე ვთქვათ, რომ ტურნირზე უმაღლესი რეიტინგის მქონე ჰოლანდიელმა სერგეი ტივიაკოვმა (2677), რომელიც აშკარა ფავორიტად მოიაზრებოდა, საბოლოოდ, 7.5 ქულით მე-7 ადგილი დაიკავა.
10th Khazar Cup International Open Chess Tournament-ის B ჯგუფში ორმა ქართველმა მოჭადრაკემ ითამაშა და ერთ-ერთმა მათგანმა წარმატებასაც მიაღწია. მხოლოდ 45-ე განთესვის მქონე სულხან სირბილაძემ (1998) ჩინებულად ითამაშა და კიდევ ხუთ მონაწილესთან ერთად, 11 ტურში 9.0 ქულა მოაგროვა, თუმცა, დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით, ჩემპიონობა ერგო. სულხანმა 7 პარტია მოიგო და 4 ყაიმით დაასრულა. პაატა მაჩაიძე 6.5 ქულით 52-ე ადგილზე გავიდა.