მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელად აღიარებულმა მაიკლ ჯორდანმა აღიარა, რომ ყმაწვილობის ჟამს რასისტული შეხედულების მიმდევარი იყო. ამ ყველაფერს კი, იმას აბრალებს, რომ ჩრდილოეთ კაროლინაში ცხოვრებისას, კალათბურთის გუნდში ავიწროვებდნენ და ერთხელ თავის მასწავლებელს გაზიანი სასმელიც კი შეასხა, მის მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო.
ამ ფაქტის შემდეგ, იგი სწავლას ჩამოაშორეს. მერე დედამ დაარწმუნა, რომ რასისტული შეხედულებებით ცხოვრება არასწორი იყო.
გავიდა დრო და თავად მაიკლ ჯორდანმა, მკაცრად გააკრიტიკა კლუბ “ლოს ანჯელეს კლიპერსის” მფლობელი დონალდ სტერლინგი რასისტული შეხედულებების გამო. მალე მედიაში გამოქვეყნდა სტერლინგის საუბრის ჩანაწერები, რომელშიც მეგობარ ქალს სთხოვდა, რომ “კლიპერსის” მატჩებზე არ მიეყვანა ფერადკანიანები და მათთან ერთად არ მჯდარიყო.